მოსწავლეს შეუძლია თეორიული ცოდნის პრაქტიკულად გამოყენება

შედეგის დაზუსტება

მოსწავლეს შეუძლია თეორიული ცოდნის პრაქტიკულად გამოყენების მიზნით ჩაერთოს ერთობლივ, მათ შორის ონლაინ (შიდა და საერთაშორისო) პროექტებში. რომლის დროსაც გამოიყენებს საკომუნიკაციო საშუალებებს, როგორებიცაა მაგალითად: ელექტრონული ფოსტა, Skype, ტელეფონი, სპეციალური საკომუნიკაციო საიტები mag: http://flashmeeting. e2bn.net , Microsoft Office Live Meeting 

მოსწავლე აცნობიერებს ქსელში ინფორმაციის გავრცელებისას ეთიკური ნორმების დაცვის აუცილებლობას. მაგალითად, უთითებს გამოყენებული (თუ ამის უფლება აქვს) ინფორმაციის წყაროსა და ავტორს.

მოსწავლემ უნდა   იცოდეს,  რომ ქსელში  დაუშვებელია არაეთიკური, მცდარი ინფორმაციის  გავრცელება  ან  სხვისი პირადი  ინფორმაციის დაუკითხავად  გამოქვეყნება.

 

ეკომნდაცია მასწავლებლებს

როცა მოსწავლის წლოვანება გარკვეულ ინტერნეტ-სერვისებზე რეგისტრაციისთვის აუცილებელ ასაკობრივ მოთხოვნას არ შეესაბამება,  ამ შემთხვევაში მშობლის ან სრულწლოვანი მეურვის ელ-ფოსტა შეუძლია გამოიყენოს.