მოსწავლე იცნობს ტექსტური და ციფრული მასალის შექმნის რამდენიმე საშუალებას

შედეგის დაზუსტება

იცნობს ტექსტური, გრაფიკული და ვიდეო/აუდიოინფორმაციით გამდიდრებული ციფრული მასალის შექმნის რამდენიმე საშუალებას. შეუძლია მიზნის შესაფერისად შეარჩიოს თითოეული მათგანი, მაგალითად:

  • შექმნას ტექსტური, გრაფიკული და ვიდეო/აუდიოინფორმაციით გამდიდრებული ტექსტური დოკუმენტი ან პრეზენტაცია (ჰიპერბმულებით);
  • ვიდეომონტაჟის პროგრამით გამოიყენოს აუდიო, ვიდეო, გრაფიკული და ტექსტური რესურსები, მათი კომბინირებით შექმნას ვიდეო ფაილი.