მოგზაურის მოძრაობის მარშრუტის საჩვენებლად ციფრული საშუალების გამოყენება

შედეგის დაზუსტება

მოსწავლეს, მაგალითად, რომელიმე მოგზაურის მოძრაობის მარშრუტის საჩვენებლად, შეუძლია გამოიყენოს სხვადასხვა ციფრული საშუალება, მაგალითად:

1. Google Earth პროგრამაში გაავლოს მოგზაურობის ტრაექტორიის მრუდი და მონიშნოს მნიშვნელოვანი პუნქტები;

2.  ინტერნეტში მოიძიოს რუკა, რომელზეც  აღნიშნული იქნება მაგელანის მოგზაურობის მარშრუტი;

3. ტექსტურ/გრაფიკულ რედაქტორში სხვადასხვა ობიექტის (კვადრატი, ისარი, ოვალი და ა.შ.) გამოყენებით შექმნას მოგზაურობის გეგმა/სცენარი;

4.  საპრეზენტაციო პროგრამით შექმნას სლაიდ-შოუ და ა.შ. მოსწავლეს შეუძლია თითეული ციფრული საშუალების შეფასება და ადეკვატური ვარიანტის შერჩევა.