საგნების სწავლების მიმართულებების აღწერა

ეროვნულ სასწავლო გეგმაში განსაზღვრულია ყოველი კლასის ან საფეხურის ბოლოს სასწავლო პროცესის შედეგები და მოსწავლის მიერ მათი მიღწევის ინდიკატორები. შედეგები დაჯგუფებულია მიმართულებების მიხედვით. თითოეული მიმართულება ასახავს საგნის სწავლების ძირითად დანიშნულებას და ეფუძნება ერთ ან რამდენიმე კომპეტენციის სფეროს. ისტორიის X და გეოგრაფიის XII კლასების სტანდარტის მიმართულებები განსაზღვრულია კვლევითი და საკომუნიკაციო უნარ-ჩვევების შესაბამისად.

 

სწავლების მიმართულებები საგნებისა და კლასების მიხედვით

 

მიმართულებები

ჩვენი საქართველო

ისტორია

გეოგრაფია

სამოქალაქო განათლება

სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოება

დრო და სივრცე

5-6

7, 8, 9,10

7-11

7-8

 

გარემო და ეკონომიკა

5-6

7, 8, 11, 12

7-11

7-8

 

სახელმწიფო მმართველობა და პოლიტიკა

5-6

7-9, 11-12

 

7-8

 

კულტურა და რელიგია

5-6

7-9, 11-12

 

7-8

 

ადამიანი და საზოგადოება

5-6

7-9, 11,12

 

7-8

 

გარემო და სოციალური სისტემები

   

7- 11

 

 

პიროვნული განვითარება

 

 

 

9-10

 

დგრადი განვითარება

 

 

 

9-10

 

თვითმმართველობა და მმართველობა

 

 

 

9-10

 

ისტორიული ინტერპრეტაცია და კვლევა

 

10

 

 

 

კომუნიკაცია

 

10

12

 

 

გეოგრაფიული კვლევა

 

 

12

 

 

პირადი უსაფრთხოების უზრუნველყოფა

 

 

 

 

4, 8, 12

საგანგებო ვითარებებში უსაფრთხო ქცევის საფუძვლები

 

 

 

 

4, 8, 12

გადაუდებელი ექიმამდელი დახმარება

 

 

 

 

12

 

  

დრო და სივრცე

საზოგადოებრივი მეცნიერებების მიმართულებაში ”დრო და სივრცე” გაერთიანებული შედეგები პირველ რიგში მოსწავლეს დროსა და სივრცეში ორიენტირების უნარს  სძენს.

ეს მიმართულება გამჭოლია გეოგრაფიაში. იგი აერთიანებს გეოგრაფიისათვის ისეთ მნიშვნელოვან თემებსა და უნარ-ჩვევებს, როგორებიცაა რუკის კითხვა, თვალსაჩინოებებისანალიზი, ინტერპრეტაცია და შექმნა; ასევე ტერიტორიების გეოგრაფიული მდებარეობის განსაზღვრა; გეოგრაფიულ გარემოს, გეოლოგიურ დროს, გეოგრაფიული მოვლენების, პროცესებისა და კანონზომიერებების გავრცელების ცოდნას.

ისტორიის შემთხვევაში მოსწავლე ეუფლება ისეთ ფუნდამენტურ ცნებებს, როგორებიცაა: დროის ერთეულები, მიმართებები ადრე/გვიან, წარსული, აწმყო, მომავალი, ქრონოლოგია (მ.შ. გეოქრონოლოგიური წელთაღრიცხვა), წელთაღრიცხვა, პერიოდიზაცია, საუკუნე, ათასწლეული, კალენდარი, ისტორიული ეპოქები/პერიოდები, ეპოქა და რეგიონი.

 

 გარემო და ეკონომიკა

მიმართულების ”გარემო და ეკონომიკა” მიზანია მოსწავლეს დაანახოს ბუნებრივი გარემოსა და ეკონომიკის მნიშვნელობა საზოგადოებისათვის. ეს მიმართულება აერთიანებს ბუნებრივი გარემოს, ბუნებრივი რესურსების, მოსახლეობის, ეკონომიკის დარგების გაცნობიერებისა და შესწავლისაკენ მიმართულ შედეგებს.  მოსწავლეს საშუალება ეძლევა გააცნობიეროს გეოგრაფიული ფაქტორების ურთიერთკავშირი და ურთიერთდამოკიდებულება. ამავე მიმართულებაში გამჭოლადაა წარმოდგენილი გარემოსდაცვითი ცნობიერების ჩამოყალიბებებისკენ მიმართული შედეგები.

აქ გაერთიანებული შედეგები მოსწავლეს  საშუალებას აძლევს აღიქვას ეკონომიკისა და ბუნებრივი ფაქტორების ურთიერთგავლენა. გააცნობიეროს ამ კავშირების ცვალებადობა დროსა და სივრცეში მათი  კანონზომიერებები.

  

სახელმწიფო მმართველობა და პოლიტიკა

ამ მიმართულების მიზანია მოსწავლეს საშუალება მისცეს გააცნობიეროს სახელმწიფოს რაობა და ფუნქციები. აღიქვას პოლიტიკური პროცესების მნიშვნელობა და ზოგადი კანონზომიერებები. დაეხმაროს  მოსწავლეს ისტორიული ფაქტების განზოგადებაში. 

  

კულტურა და რელიგია

ამ მიმართულების მიზანია მოსწავლეს დაანახოს დედამიწაზე ადამიანის შექმნილი კულტურული მემკვიდრეობის მრავალფეროვნება და დაეხმაროს მის კლასიფიცირებაში. ხელი შეუწყოს მას ისტორიული ეპოქები და მხარეები განასხვავოს მათთვის დამახასიათებელი ეთნოგრაფიული ყოფისა და კულტურის მიღწევების საფუძველზე. დაეხმაროს მოსწავლეს რელიგიის რაობისა და მნიშვნელობის განსაზღვრაში. წარმოდგენა შეუქმნას მსოფლიოში არსებული რელიგიური სისტემების მრავალფეროვნებაზე.

 

ადამიანი და საზოგადოება 

ამ მიმართულების მიზანია მოსწავლეს დაანახოს, რომ ისტორიის მთავარ შემოქმედს ადამიანი წარმოადგენს, რომელსაც თავისი უფლებები და საზოგადოების წინაშე გარკვეული ვალდებულებები გააჩნია. საზოგადოება სხვადასხვა სოციალური ფენისგან შედგება. მოსწავლემ უნდა იცოდეს თუ როგორი იყო სხვადასხვა ისტორიულ ეპოქაში სხვადასხვა სოციალური ფენის ადამიანების უფლებრივი მდგომარეობა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი ჩართულობის ხარისხი.

  

გარემო და სოციალური სისტემები

მიმართულებაში ”გარემო და სოციალური სისტემები” გაერთიანებულია შედეგები საზოგადოების შესახებ, რომლებიც მოსახლეობის, განსახლების, პოლიტიკური და სოციალური გეოგრაფიის შესწავლისკენ არის მიმართული. ამ მიმართულების შედეგები მოსწავლეებს ამყარებინებს კავშირს გარემოსა და საზოგადოებას შორის.

 

ისტორიული ინტერპრეტაცია და კვლევა

ამ მიმართულების მიზანია მოსწავლეს გამოუმუშავოს ისტორიული კვლევის უნარი. მისცეს მას ინფორმაცია ისტორიული წყაროებისა და კვლევის მეთოდების მრავალფეროვნების შესახებ. ასწავლოს  ისტორიული თემის წერა, სადაც ის საკუთარი მოსაზრებების ჩამოყალიბებასა და მათ არგუმენტირებულად დაცვას შეძლებს.

 

კომუნიკაცია

ამ მიმართულების მიზანია მოსწავლემ შეძლოს რუკებისა და სხვა გეოგრაფიული საშუალებებისანალიზიდა მათი ანალოგების შექმნა; შეიძინოს ისტორიული და გეოგრაფიული კვლევის ინდივიდუალური და ჯგუფური (სამუშაოს განაწილება, ჯგუფური განხილვა და სხვ.) მუშაობის უნარ-ჩვევები; ინდივიდუალური მუშაობის პროცესში წარმოქმნილი პრობლემების დასაძლევად მიმართოს საკითხით დაინტერესებულ თანატოლებს; კვლევის პროცესში ითანამშრომლოს იმ პირებთან და ორგანიზაციებთან, რომელთაგანაც შესაძლებელია სასურველი ინფორმაციის მიღება. შეძლოს სხვადასხვა ტიპის აუდიტორიისთვის  პრეზენტაციის მომზადება.

 

პიროვნული განვითარება

ინდივიდუალურ დონეზე პიროვნული განვითარება თვითგანვითარებისა და სხვების განვითარების პროცესია. იგი მოიცავს მიზნებს, გეგმებსა და ქმედებებს, რომლებიც მიმართულია შემდეგი ამოცანების შესრულებაზე:

  • თვითანალიზის განვითარება
  • თვითცოდნის განვითარება
  • იდენტობის ძიება, მიგნება ან განახლება
  • შესაძლებლობების ან ნიჭის განვითარება
  • პოტენციალის განსაზღვრა და განვითარება
  • ადამიანური კაპიტალის განვითარება
  • ცხოვრების ხარისხის ამაღლება
  • პიროვნული განვითარების გეგმის განსაზღვრა და შესრულება

 

მდგრადი განვითარება

 

უფრო ხშირად მდგრად განვითარებას განმარტავენ, როგორც ”განვითარებას, რომელიც აწმყოს მოთხოვნებს იმგვარად აკმაყოფილებს, რომ მომავალ თაობებს არ ართმევს მოთხოვნათა დაკმაყოფილების შესაძლებლობას.”[1]

ის ცვლილებათა პროცესია, რომელშიც ბუნებრივი რესურსების მოხმარება, ინვესტიციები, მეცნიერულ-ტექნიკური განვითარება, პიროვნების განვითარება და ინსტიტუციური ცვლილებები ურთიერთშეთანხმებულია და ამყარებს ადამიანის მოთხოვნილებებისა და მისწრაფებების დასაკმაყოფილებლად საჭირო აწმყო და სამომავლო პოტენციალს. გარკვეულწილად, საუბარია ადამიანთა ცხოვრების ხარისხის უზრუნველყოფაზე.

 

თვითმმართველობა და მმართველობა

 

თვითმმართველობა და მმართველობა უკავშირდება იმ გადაწყვეტილებებს (ინდივიდუალურ, ოჯახის, თემის, ქვეყნის დონეზე), რომლებიც განსაზღვრავს მოლოდინებს, ძალაუფლების მინიჭებას ან საქმიანობის კონტროლს. ის მოიცავს  ინდივიდუალური, ან ჯგუფური თუ საზოგადოებრივი საქმიანობის მართვის პროცესებისა და ლიდერობის  სპეციფიკურ ნაწილს.

 

გეოგრაფიული კვლევა

ამ მიმართულების მთავარი მიზანია, მოზარდმა გააცნობიეროს გეოგრაფიისა და გეოგრაფიული ცოდნის მნიშვნელობა ადამიანის საქმიანობის სხვადასხვა სფეროსათვის. გაეცნოს გეოგრაფიული კვლევების ტრადიციულ (აღწერითი, შედარებით-გეოგრაფიული, კარტოგრაფიული) და ახალ (მათემატიკური, დისტანციური, გეოინფორმაციული) მეთოდებს. შეისწავლოს გეოგრაფიული პროგნოზისა და მოდელირების საკითხები. შეძლოს შესაბამის პრობლემასთან დაკავშირებული თეორიული მასალის და წყაროების მოძიება; საველე პირობებში ინფორმაციის შეგროვება, მასალის ორგანიზება,ანალიზიდა გეოგრაფიული თემის სტრუქტურის შემუშავება.

 

სამოქალაქო თავდაცვისა და უსაფრთხოების სწავლა-სწავლება მიმდინარეობს სამი ძირითადი მიმართულებით:

  • პირადი უსაფრთხოების უზრუნველყოფა ყოველდღიურ ცხოვრებაში;
  • საგანგებო ვითარებებში უსაფრთხო ქცევის საფუძვლები;
  • გადაუდებელი ექიმამდელი დახმარება.

ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის საფრთხეები  სხვადასხვაგვარია თავისი წარმოშობის/მიზეზების, გავრცელების, ზემოქმედი ფაქტორების, შედეგებისა და შესაბამისი უსაფრთხოების ზომების მიხედვით. იმავდროულად, ბავშვის ზრდასთან ერთად იცვლება როგორც მასთან დაკავშირებული საფრთხეების ტიპები, ისე უსაფრთხოების ზომების დაცვის შესაძლებლობები.

მოსწავლესა და სწავლის შედეგზე ორიენტებული საგანმანათლებლო პროცესი, ბუნებრივია, უნდა ითვალისწინებდეს  როგორც საფრთხეებისა და მასთან გამკლავების, ისე ბავშვების ასაკობრივ თავისებურებებს. 

მნიშვნელოვანია, რომ სამოქალაქო თავდაცვისა და უსაფრთხოების საგანმანათლებლო პროგრამა ითვალისწინებდეს მრავალფეროვან შესაძლებლობებს სხვადასხვა მოტივაციისა და შესაძლებლობის მოსწავლეთათვის.



[1] United Nations. 1987.\"Report of the World Commission on Environment and Development.\" General Assembly Resolution 42/187, 11 December 1987. Retrieved: 2007-04-12; Smith, Charles; Rees, Gareth (1998). Economic Development, 2nd edition. Basingstoke: Macmillan. ISBN 0333722280