საუბრობს იმაზე, რომ წინა ეპოქაში შექმნილი მუსიკალური ნაწარმოები/ხელოვნების ნიმუში მისთვის დღესაც გასაგებია

ტიპური აქტივობები

მოსწავლეები უსმენენ ბახ-გუნოს Ave Maria-ს. მასწავლებელი ურიგებს მათ ფურცელზე დაწერილ სხვადასხვა შინაარსის 3 ტექსტს, მათ შორის ერთ-ერთი შესაბამისი ლოცვაა - ”ღვთისმშობელო ქალწულო”, სხვები კი კონტრასტული შინაარსის მოთხრობისა და ლექსის ფრაგმენტები. მასწავლებელი სთხოვს მათ, შეუსაბამონ მუსიკას ერთ-ერთი ტექსტი. პასუხის შემდეგ მასწავლებელი უხსნის მათ, რომ აკომპანემენტი წარმოადგებს ბახის პრელუდიას – დამოუკიდებელ ნაწარმოებს (შეუძლია მოასმენინოს კიდეც) და შეიქმნა 1722 წელს, ეს ნაწარმოები კი 1859 წელს. მას შემდეგ არაერთ სპექტაკლში თუ კინო- ფილმში გამოიყენეს (არსებობს სხვადასხვაგვარი შესრულება), დღეს მათაც ამოიცნეს მისი  შინაარსი. ე. ი., ეს ნაწარმოები გასაგებია შექმნიდან სამას წელზე მეტი ხნის შემდეგაც.


რესურსები

მოსასმენი აპარატურა, აუდიო ჩანაწერი: ი.ს. ბახი – პრელუდია და ფუგა N1 C-dur, პრელუდია, ბახ-გუნო – Ave Maria.


შენიშვნა

ეს აქტივობა სრულდება იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლეები არ იცნობენ ამ ნაწარმოებს.  წინააღმდეგ შემთავევაში, მასწავლებელს შეუძლია სხვა ნაწარმოები მოასმენინოს მათ.