თავი XXXIX

 სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება

 

ზოგადი ნაწილი

შესავალი

პიროვნების აღზრდა და ჰარმონიული განვითარება, რაც სასკოლო განათლების ძირითად მიზანს წარმოადგენს, შეუძლებელია ხელოვნებასთან მისი ზიარების გარეშე. ხელოვნების სხვადასხვა დარგის  შესწავლააღქმასა და გრძნობას აფაქიზებს, წარმოსახვის უნარს, შემოქმედებით მიდგომას და კრიტიკულ აზროვნებას ავითარებს, რის გარეშეც წარმოუდგენელია ადამიანის ნებისმიერი საქმიანობა.

პიროვნების აღზრდა-განვითარებისთვის აუცილებელი შრომითი საქმიანობა ახალი სასწავლო გეგმის მიხედვით ხელოვნების სწავლებასთან არის ინტეგრირებული. ამ ინტეგრირების საფუძველს სახვითი ხელოვნების სწავლებაში გამოყენებით-დეკორატიული ხელოვნების ელემენტების ჩართვა წარმოადგენს.

საგნის სწავლებისასყურადღებამახვილდება განწყობა-დამოკიდებულებების, პრაქტიკული, შემოქმედებითი და კვლევა-ძიების უნარ-ჩვევების განვითარებაზე, ცოდნისგამოყენებაზე.