საგნის სწავლების მიზნები და ამოცანები


სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მიზანია:

  • მოსწავლის ჩაბმა შემოქმედებით და საინტერპრეტაციო საქმიანობაში და ამ გზით მის­თვის მშვე­ნიერების განცდის და წარმოსახვისუნარის განვითარება
  • ხელოვნების ნიმუშების აღქმისუნარის ჩამოყალიბება და ამ ნიადაგზე მუდმივი ინტერესისა და სიყვარულის გაღვივება ხელოვნებისადმი
  • ხელოვნების უნივერსალური ენის შესწავლადა მისი საშუალებით ეროვნულ და მსოფლიო კულტურულ ფასეულობებთან ზიარება, სამყაროს ერთიანობის განცდის ჩამოყალიბება
  • გარემოს ესთეტიკური აღქმისა და მოწესრიგების უნარ-ჩვევების გამომუშავება
  • შემოქმედებითი საქმიანობის ტექნიკურ საშუალებათა დაუფლება და შრომის უნარ-ჩვევის ჩამოყალიბება

 

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების სწავლების ამოცანებია: 

შესაბამისი ფასეულობებისა და დამოკიდებულებების ჩამოყალიბება, ხელოვნებასთან და შრომით საქმიანობასთან დაკავშირებული უნარ-ჩვევების განვითარება და აუცილებელი ცოდნის მიცემა მოსწავლეებისათვის; კერძოდ:

 

ფასეულობები და დამოკიდებულებები

უნარ-ჩვევები

ცოდნა

პატივისცემის გრძნობის განვითარება ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო კულტურის, ადამიანის შრომის მიმართ; თანაგანცდისა და თანაგრძნობისუნარის განვითარება;  შემწყნარებლური დამოკიდებულების ჩამოყალიბება სხვა ადამიანების, განსხვავებული აზრისა და მსოფლმხედველობისადმი.

შემოქმედებითი აზროვნებისა და გაგების უნარის განვითარება; ემოციური სფეროს განვითარება; წარმოსახვის, გემოვნებისა და კრიტიკული აზროვნების განვითარება; ხედვის, სივრცითი წარმოდგენების, დაკვირვებისუნარის, მხედ-ველობითი  მეხსიერების და ხელის მოტორიკის განვითარება; შრომითი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება; საკომუნიკაციო უნარების განვითარება; სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში პრაქტიკული უნარ-ჩვევების შეძენა.

სამყაროს შესახებ  წარმოდგენის ჩამოყალიბება; საკუთარი და სხვათა კულტურული მემკვიდრეობის გაცნობა;

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ენის შესწავლა.