საგნის სწავლების  საფეხურების დახასიათება

დაწყებით  საფეხურზე ხელოვნების, როგორც სასწავლო-აღმზრდელობითი დარგის, პედაგოგიურ პოტენციალს მისი თვალსაჩინო-სახეობრივი ბუნება განსაზღვრავს. უმცროსკლასელებში, მათი ასაკობრივი თავისებურებიდან გამომდინარე, თვალსაჩინო-პრაქტიკული აზროვნება და სამყაროს ემოციურიაღქმასჭარბობს, ამიტომ მათთვის მნიშვნელოვანია თამაშზე დაფუძნებული აქტივობა, რასაც შესანიშნავად მიესადაგება ხელოვნების სხვადასხვა დარგის (ხატვა, მუსიკა) შესწავლის სპეციფიკა.

დაწყებით სკოლაში ხელოვნების  სწავლება ძირითადად ბავშვის ემოციური და გონებრივი სფეროს, შრომითი და საკომუნიკაციო უნარების განვითარებას ემსახურება.

საბაზო საფეხურზე ხელოვნების დარგებში შეძენილი პრაქტიკული უნარ-ჩვევები მოზარდს საკუთარი თავის ძიებისა და თვითდამკვიდრების პროცესს უადვილებს. ამავე დროს, მნიშვნელოვნად არბილებს იმ გამძაფრებულ კრიტიკულდამოკიდებულებას სამყაროს მიმართ, რომელიც ნიშანდობლივია ამ ასაკისათვის, ვინაიდან ხელოვნების ნაწარმოების გაგებისუნარიგანსხვავებული აზრისა და მსოფლმხედველობის მიმართ შემწყნარებლობასაც გულისხმობს.პრაქტიკული უნარ-ჩვევების დაუფლება-განვითარება ხელოვნების ნიმუშისანალიზისას მასში გამოყენებული მხატვრული ხერხების, ავტორის ჩანაფიქრის უკეთგაგებას ემსახურება. მოსწავლეები ახორციელებენ აგრეთვე სხვადასხვა სახის პროექტს. ყოველივე ეს ეხმარება მას არჩევანის გაკეთებაში ესთეტიკური საგნების ჯგუფიდან (იმ შესაძლებლობის ფარგლებში, რასაც სკოლა შესთავაზებს.), რათა X, XI ან XII კლასებში მოხდეს შეძენილი უნარ-ჩვევების და ცოდნის შემდგომი გაღრმავება და პროფესიული საფუძვლების ჩაყრა.

საშუალო საფეხურზე მოსწავლე მზად არის გაცნობიერებული არჩევანისათვის. ამ დროს მას საშუალება ეძლევა, საკუთარი ინტერესების მიხედვით აირჩიოს და შეისწავლოს სხვადასხვა საგნობრივ ჯგუფთან დაკავშირებული ერთ-ერთი საგანი.