საგნის  სწავლების ორგანიზება

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება ზოგადსაგანმანათლებ­ლო სკოლის სამივე საფეხურზეა გათვალისწინებული: დაწყებით და საბაზოზე -  სავალდებულო (I-IX კლასები), ხოლო საშუალოზე - (X-XII კლასები) არჩევითი საგნების სახით.

სახვით და გამოყენებით ხელოვნების  სწავლებას I-VII კლასებში კვირაში 2 აკადემიური საათი ეთმობა. VIII კლასში საგანს პირველ სემესტრში კვირაში 2 აკადემიური საათი ეთმობა, მეორე სემესტრში - 1 სთ; IX  კლასში პირველ სემესტრში კვირაში 1 აკადემიური საათი ეთმობა, მეორე სემესტრში - 2 სთ.