საგნის   სწავლების მიმართულებების აღწერა

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების სწავლება სასწავლო გეგმის მიხედვით  სამი  მიმართუ­ლებით იშლება:

1. შემოქმედებითობისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება;

2. კომუნიკაცია და ინტერპრეტაცია;

3. ხელოვნების აღქმა კონტექსტში.

სწავლება ყველა მიმართულების ფარგლებში მიმდინარეობს პარალელურად და ერთმანეთთან მჭიდრო ურთიერთკავშირში.

1. შემოქმედებითობისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება

ამ მიმართულების ფარგლებში მოსწავლეები იძენენ პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს; ეცნობიან და ეუფლებიან სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ელემენტებს, პრინციპებს, გამომსახველობით ხერხებს, სხვადასხვა ტექნიკას, მასალას, იარაღსა და პროცედურებს.

მოსწავლეები ავითარებენ სხვადასხვა მოტივის ზეგავლენით წარმოშობილი იდეებისა და ჩანაფიქრების  ხორცშესხმის უნარს, რისთვისაც იყენებენ წარმოსახვას, ემოციებს, დაკვირვების უნარს, მასალისადმი შემოქმედებით მიდგომას და სწავლის პროცესში მიღებულცოდნას.

2. კომუნიკაცია და ინტერპრეტაცია

ამ მიმართულების ფარგლებში მოსწავლეები სწავლობენ ხელოვნების ნაწარმოებისგაგებას დაშეფასებას, მის შესახებ აზრის ჩამოყალიბებას, ეჩვევიან საკუთარი ჩანაფიქრის ნათელ და მკაფიო განმარტებას და სხვისი აზრის გულისყურით მოსმენას, ეუფლებიან კოლექტიური მუშაობის და მსჯელობის მეთოდებს.

3. ხელოვნების აღქმა კონტექსტში

ამ მიმართულების ფარგლებში მოსწავლეები ეცნობიან ქართული და მსოფლიო, ძველი და ახალი ხელოვნების ცნობილ ნიმუშებს და ხალხური შემოქმედების ზოგიერთ დარგებს, არკვევენ მათ შინაარსსა და დანიშნულებას, აკავშირებენ მათ ყოველდღიურ რეალობასთან და საკუთარ გამოცდილებასთან; ეცნობიან მათი შექმნისა და შეფასების განსხვავებულ ისტორიულ, კულტურულ, სოციალურ და სხვა კონტექსტებს.