შეფასება საბუნებისმეტყველო საგნებში

რას ითვალისწინებს შეფასების თითოეული კომპონენტი საბუნებისმეტყველო საგნებში:

1) საშინაო დავალებ

დავალების ტიპები: საშინაო  ექსპერიმენტი, დაკვირვება ობიექტებსა და პროცესებზე, ინფორმაციის მოძიება,  კონცეპტუალური რუკის შედგენა, მოდელირება, რეფერატის მომზადება და სხვა.

 

ფასდება შემდეგი უნარები:

  1. სააზროვნო უნარ-ჩვევები;
  2. კვლევის უნარ-ჩვევები;
  3. პრობლემის გადაჭრის უნარ-ჩვევები;
  4. თვითმართვის უნარ-ჩვევები.

 

 რუბრიკის ნიმუში: 

ინფორმაციის მოძიება 

 

2) საკლასო დავალებ

დავალების ტიპები: საკითხის განხილვა/დისკუსია, ექსპერიმენტი, მონაცემების აღრიცხვა/დამუშავება, მოდელირება, საველე/გასვლითი სამუშაოები და სხვა.

 

ფასდება შემდეგი უნარები:

  1. სააზროვნო უნარ-ჩვევები;
  2. კვლევის უნარ-ჩვევები;
  3. პრობლემის გადაჭრის უნარ-ჩვევები;
  4. სოციალური უნარ-ჩვევები;
  5. კომუნიკაციის უნარ-ჩვევები;
  6. თვითმართვის უნარ-ჩვევები.

 

რუბრიკის ნიმუში:

ექსპერიმენტის შეფასების ცხრილი


3) შემაჯამებელი დავალებ
 

შემაჯამებელი დავალების კომპონენტი უკავშირდება სწავლა-სწავლების  შედეგს. ამ კომპონენტში უნდა შეფასდეს ერთი სასწავლო მონაკვეთის (თემა, თავი, პარაგრაფი, საკითხი) შესწავლა-დამუშავების შედეგად მიღწეული შედეგები. კონკრეტული სასწავლო ერთეულის დასრულებისას მოსწავლემ უნდა შეძლოს საბუნებისმეტყველო საგნების სტანდარტით განსაზღვრული ცოდნისა და უნარების წარმოჩენა. შესაბამისად, შემაჯამებელი დავალებები უნდა აფასებდეს საბუნებისმეტყველო საგნების  სტანდარტით განსაზღვრული  შედეგების მიღწევის დონეს.

სტანდარტის მოთხოვნათა შესაფასებლად რეკომენდებულია შემაჯამებელ დავალებათა მრავალფეროვანი ფორმების გამოყენება. საბუნებისმეტყველო საგნების შემაჯამებელ დავალებათა ტიპები შეიძლება იყოს:ტესტი, სხვადასხვა ტიპის სავარჯიშო, საველე/გასვლითი სამუშაო, მოდელირება,პროექტი,პრეზენტაცია და სხვა.

ფასდება შემდეგი უნარები:

  1. სააზროვნო უნარ-ჩვევები;
  2. კვლევის უნარ-ჩვევები;
  3. პრობლემის გადაჭრის უნარ-ჩვევები;
  4. კომუნიკაციის უნარ-ჩვევები;
  5. სოციალური უნარ-ჩვევები;
  6. თვითმართვის უნარ-ჩვევები.

 

 მოთხოვნები, რომლებსაც  უნდა  აკმაყოფილებდეს შემაჯამებელი დავალებები

  • დავალების თითოეულ ტიპს უნდა ახლდეს  შეფასების ზოგადი რუბრიკა;
  • ზოგადი რუბრიკა უნდა დაზუსტდეს კონკრეტული დავალების პირობისა და გავლილი მასალის გათვალისწინებით;
  • 10 ქულა უნდა განაწილდეს რუბრიკაში შემავალ კრიტერიუმებზე;
  • მითითებული უნდა იყოს სტანდარტის ის შედეგები, რომელთაშეფასებასაც ემსახურება შემაჯამებელი დავალება.

 

რუბრიკის ნიმუში:

 კვლევითი პროექტი