საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების ორგანიზება საფეხურების მიხედვით

დაწყებით საფეხურზე ისწავლება ინტეგრირებული საგანი ,,ბუნებისმეტყველება”, რომელიც აერთიანებს ცოდნას გეოგრაფიის, ასტრონომიის, ბიოლოგიის, ფიზიკის,  ქიმიისა და სამოქალაქო განათლების სფეროებიდან.

საბუნებისმეტყველო დისციპლინები ხელს უწყობს მოსწავლის მიერ სამყაროს ადეკვატურად აღქმის უნარის ჩამოყალიბებას, ხოლო სამოქალაქო განათლება უვითარებს მოსწავლეს გარემოსადმი პოზიტიურ დამოკიდებულებას და გარემოზე პასუხისმგებლობის გრძნობას.

საბაზო საფეხურზე  საბუნებისმეტყველო მეცნიერებები  ისწავლება შემდეგი სქემის მიხედვით:

VII კლასი -  საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საფუძვლები - ბიოლოგიის, ფიზიკის, ქიმიის საფუძვლების ინტეგრირებული  კურსი.

VIII  და IX კლასები -  ბიოლოგია, ქიმია, ფიზიკა - ცალ-ცალკე საგნები.

 

საშუალო  საფეხურზე  საბუნებისმეტყველო მეცნიერებები  ისწავლება შემდეგი სქემის მიხედვით:

 

X და XI კლასები -  ბიოლოგია, ქიმია, ფიზიკა - ცალ-ცალკე საგნები.

 

საშუალო  საფეხურზე ისწავლება საბუნებისმეტყველო მეცნიერებების არჩევითი კურსებიც.