საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სწავლების მიზანი და ამოცანები

მიზანი:

საბუნებისმეტყველო დისციპლინების სწავლების მიზანია აზიაროს მოსწავლე   საბუნებისმეტყველო მეცნიერების საფუძვლებს და განუვითაროს  კვლევის უნარ-ჩვევები, რაც მას საშუალებას მისცემს შეიცნოს და გაითავისოს სამყარო,  ჩაერთოს საზოგადოებრივი საქმიანობის სხვადასხვა სფეროში, იგრძნოს პასუხისმგებლობა საკუთარი თავის, საზოგადოებისა და  გარემოს მიმართ.

 

ამოცანები:

ცოდნა:

  • ცოცხალი სამყარო და სასიცოცხლო პროცესები;
  • სამყაროში მიმდინარე ფიზიკური და ქიმიური მოვლენები;
  • დედამიწა და გარესამყარო;
  • გარემოს მდგრადი განვითარების პრინციპები.

 

მეცნიერული კვლევის უნარ-ჩვევები:

 

დამოკიდებულება:

  • ინტერესი საბუნებისმეტყველო დისციპლინების მიმართ;
  • საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მნიშვნელობის გააზრება;
  • ინტერესი მეცნიერული კვლევისა და სიახლეების მიმართ;
  • თანამშრომლობის სურვილი;
  • გარემოზე ზრუნვა და პასუხისმგებლობა;
  • უსაფრთხო ცხოვრების წესის დაცვის მნიშვნელობის გააზრება.