რა მომწონს და რა არ მომწონს?

აქტივობის შესახებ

აქტივობა გამოიყენება წერის შემდგომ ეტაპზე. იგი ემსახურება თვითშეფასებისა და ურთიერთშეფასების  უნარ-ჩვევების გამომუშავებას.

 

აქტივობის მიზნები

  • წერითი მეტყველების განვითარება;
  • ანალიზისა და მსჯელობის უნარ-ჩვევების განვითარება;
  • მეტაკოგნიტური უნარების განვითარება;
  • თვითშეფასების  უნარ-ჩვევების განვითარება;
  • ურთიერთშეფასების უნარ-ჩვევების განვითარება.

 

აქტივობის ორგანიზების ფორმა

ინდივიდუალური.


რესურსები

კალამი, რვეული.

 

აქტივობის აღწერა

მოსწავლეებს დაევალებათ, წერილობით უპასუხონ ორ კითხვას:

  • რა მომწონს? (საკუთარი ან თანაკლასელის ნაწერი)
  • რატომ მომწონს? (საკუთარ ან თანაკლასელის ნაწერში)

აქტივობა განხორციელდება კლასში, ნაწერების ხმამაღლა წაკითხვის შემდეგ. მოსწავლეები ერთმანეთს უზიარებენ თვალსაზრისს საკუთარი და თანაკლასელების ნაწერების შესახებ.

 

ნიმუში (სტილი დაცული)

  • რა მომწონს და რა არ მომწონს?
  • ”მე ჩემ ნაშერში არ მომწონს ის რო შ და წ კიდე ამერია ბევრჯელ.
  • ”იგარავაკი ძალიან მომეწონა. მხატვარი ჭკვინი იყო და მეფე შარიანი”.
  • ”მე ლენიკოს ნაწერში მომწონს რომ ლამაზათ წერს და სუფთათ”.
  • ”არ მომეწონა ის რომ რომელიც შემოხაზა არ იყო სწორი. გულითადი არ უნდა შემოეხაზა იქ გულადი იყო სწორი”.

 

აქტივობის ხანლივობა

 

10-12 წუთი.

 

შეფასება

აქტივობით ფასდება,  შეუძლია თუ არა მოსწავლეს:

  • ტექსტის გაანალიზება;
  • საკუთარ და სხვის ნაწერში შეცდომის აღმოჩენა და ჩასწორება;
  • კომენტირება;
  • თვითშეფასება;
  • ურთიერთშეფასება.