რა მასწავლა მეგობარმა?

WordSection1">

აქტივობის შესახებ

ეს აქტივობა ემსახურება გამართული წერითი მეტყველების, მეტაკოგნიტური უნარების - ურთიერთშეფასებისა და თვითშეფასების უნარ-ჩვევებების  გამომუშავებას.

 

აქტივობის  მიზნები

  • ნაწერის რედაქტირების უნარ-ჩვევების განვითარება;
  • ურთიერთშეფასების/თვითშეფასების   უნარის განვითარება.

 

აქტივობის  ორგანიზების  ფორმა

წყვილური  (პირველი  ნაწილი),  ინდივიდუალური

(მეორე ნაწილი).

 

რესურსები

რვეული, კალამი.

 

აქტივობის აღწერა

აქტივობა შემაჯამებელი  სახისაა. მასწავლებელი  მოსწავლეებს  დააწყვილებს  და სთხოვს, გაასწორონ ერთმანეთის ნაწერები, გასწორების შემდეგ კი განუმარტონ ერთმანეთს, რა შესწორებები შეიტანეს მეგობრის ნაწერში. ამ სამუშაოს ჩატარების შემდეგ თითოეული მოსწავლე მეგობრის მიერ გასწორებული ნაწერის ქვეშ წერს მოკლე, პუნქტების სახით ჩამოწერილ დასკვნებს იმის  შესახებ, თუ რა ასწავლა მას მეგობარმა. დასკვნები შეიძლება ეხებოდეს: ორთოგრაფიას, კალიგრაფიას, შინაარსობრივ მხარეს, ტავტოლოგიას, სასვენ ნიშნებს და ა. შ.

ამ ტიპის ნაწერები ძალზე დაეხმარება მასწავლებელს მოსწავლის წერითი მეტყველების დონის განსაზღვრაში.


ნიმუში: რა მასწავლა მეგობარმა? (სტილი დაცულია)

  • სიტყვები კიდე მქონდა გამოტოვებული და ჩამიწერა.
  • ზოგჯერ წინადადების ბოლოს წერტილი არ მქონდა.
  • სათაური არ მეწერა ბჭყალებში.
  • ის არ დავწერე რომ დათვის რომელი ჭრილობა აღმოჩნდა მოურჩენილი.
  • ეხლა  უკვე  ვიცი ესენი და გავითვალისწინებ  სხვა  დავალებების  შესრულების დროს.

 

აქტივობის ხანლივობა

 18-19 წუთი.

 

შეფასება

აქტივობით ფასდება,  შეუძლია თუ არა მოსწავლეს

  • ნაწერის რედაქტირების მარტივი ხერხების გამოყენება;
  • წერის საწყისი სტრატეგიების გამოყენება;
  • თვითშეფასება.

 

მეთოდუ მითითებები

დასახული შედეგის მისაღწევად, შეიძლება აგრეთვე გამოვიყენოთ აქტივობები: “ვიპოვოთ შეცდომები ერთმანეთის  ნაწერებში”  (იხ.  III. 14), ”მასწავლებლის კომენტარის მიხედვით ნაწერის რედაქტირება” (იხ. II. 13), ”თვითშეფასების სქემის შევსება” (იხ. III. 14). მათი გამოყენებისას უცვლელი დარჩება  ამ აქტივობების ორგანიზების ფორმა და წესი, შინაარსობრივი მხარე შეიცვლება სასწავლო მასალის შესაბამისად.