თავი LI

 საგნობრივი პროგრამა ქართულ ცეკვაში

 

ზოგადი ნაწილი

შესავალი

ხალხური ცეკვა ქართული კულტურის განუყოფელი ნაწილია. იგი, როგორც სავალდებულო დისციპლინა,  მნიშვნელოვნად გაამდიდრებს ზოგადი განათლების სისტემას.

ქართული ხალხური ცეკვის შესწავლა ემსახურება მოსწავლის ფიზიკურ და ესთეტიკურ განვითარებას, მოზარდ თაობაში ზოგადი კულტურის აღზრდას - დახვეწილი გემოვნების, ღირსების გრძნობის, შრომისმოყვარეობის, კორექტული ქცევის, აგრეთვე საკუთარი თავის ფლობის უნარის განვითარებას. 

ქართული ცეკვა მკვეთრად გამოხატული ხასიათითა და მუხტით უვითარებს  მოსწავლეს ეროვნულ თვითშეგნებას და უყალიბებს ტრადიციისადმი პატიცისცემის გრძნობას.