ქართული ცეკვის სწავლების  მიმართულებების აღწერა

ცეკვის სწავლება ორი მიმართულებით იშლება:

1.    პრაქტიკული უნარ-ჩვევები;

2.    კომუნიკაცია, ინტერპრეტაცია.

სწავლება ორივე მიმართულების ფარგლებში პარალელურად და ერთმანეთთან მჭიდრო ურთიერთკავშირში მიმდინარეობს.


პრაქტიკული უნარ-ჩვევები

ამ მიმართულების ფარგლებში მოსწავლეები გაეცნობიან და შეისწავლიან ქართული ცეკვის ელემენტებს, გამოუმუშავდებათ და ჩამო­უ­ყალიბ­დე­ბათ პრაქტიკული ჩვევები, რომლებიც მათი პლასტიკური გამომსახველობისა და საცეკვაო-იმპროვიზაციული უნარების განვითარე­ბას ემსახურება.

                  

კომუნიკაცია, ინტერპრეტაცია

ამ მიმართულების ფარგლებში მოსწავლეები ეჩვევიან სხვის მიერ შესრულებული ცეკვის განხილვას, აზრის ნათლად გადმოცემას შესაფერისი ტერმინოლოგიის გამოყენებითა და  ქცევის ნორმების დაცვით. მოსწავლეები მონაწილეობენ ერთობლივ შემოქმედებით პროცესში, ესწრებიან და მონაწილეობენ სხვადასხვა ღონისძიებაში, იღებენ ინფორმაციას შესწავლილი ცეკვების შესახებ.