ქართული ენა და ლიტერატურა
ამობეჭდვაშეფასების კომპონენტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში
საშინაო და საკლასო დავალებათა კომპონენტები
შეიძლება შეფასდეს შემდეგი ცოდნა და უნარ-ჩვევები:
- სხვადასხვა სახის მხატვრული და არამხატვრული ტექსტების მრავალმხრივი გააზრება-გაანალიზება და შეფასება;
- ტექსტების ინტერპრეტირება;
- ტექსტების შედარებითი ანალიზი;
- თხრობა;
- მსჯელობა;
- სხვადასხვა სახის ტექსტების შედგენა-შეთხზვა;
- ზეპირი გამოსვლა/პრეზენტაცია;
- გამომხატველობითი კითხვა;
- გრამატიკული და ლექსიკური ცოდნა;
- მართლწერა;
- შემოქმედებითობა;
- სასწავლო სტრატეგიების (კითხვის, წერის, მოსმენის, ზეპირმეტყველების) გააზრებულად გამოყენება;
- მხატვრული ხერხების ცოდნა;
- ენობრივ-გამომსახველობითი საშუალებების ამოცნობა და გაანალიზება;
- ძირითადი ლიტერატურული მიმდინარეობების მახასიათებლები და სხვა.
სასიცოცხლო უნარ-ჩვევები:
- შემოქმედებითობა;
- თანამშრომლობა (მეწყვილესთან, ჯგუფის წევრებთან);
- სტრატეგიების გააზრებულად გამოყენება სასწავლო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით;
- სასწავლო აქტივობებში მონაწილეობის ხარისხი.
უნარ-ჩვევები ფასდება შემდეგი დავალებებით:
- დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემა;
- სხვადასხვა ტიპის გრამატიკული და ლექსიკური სავარჯიშოები;
- დისკუსიის მოწყობა პრობლემურ საკითხთან დაკავშირებით;
- თხზულების, ესეის, რეფერატის შედგენა;
- ინდივიდუალური ან ჯგუფური პრეზენტაციის მომზადება;
- სხვადასხვა ტიპის საკითხავი და მოსასმენი ამოცანების გადაჭრა;
- სხვადასხვა ტიპის ზეპირი აქტივობის შესრულება დამოუკიდებლად, მეწყვილესთან ერთად ან ჯგუფურად;
- სხვადასხვა ტიპის ტექსტის შექმნა დამოუკიდებლად, მეწყვილესთან ერთად ან ჯგუფურად;
- პროექტის განხორციელება.
შენიშვნა: დაწყებით კლასებში განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს შემდეგ უნარ-ჩვევებს:
- ხმამაღალი კითხვა;
- ჩუმი კითხვა (მარტივი საკითხავი ამოცანების დამოუკიდებლად გადაჭრა);
- გამოწერა;
- გადაწერა;
- კარნახით წერა;
- წარმოსახვის უნარი;
- ეპიზოდების თხრობა;
- შინაარსის ვრცლად და მოკლედ გადმოცემა;
- შინაარსის გადმოცემა საკვანძო სიტყვებზე დაყრდნობით.
შემაჯამებელი დავალებების კომპონენტი
შემაჯამებელი დავალების კომპონენტი უკავშირდება სწავლა-სწავლების შედეგს. ამ კომპონენტში უნდა შეფასდეს ერთი სასწავლო მონაკვეთის (თემა, თავი, პარაგრაფი, საკითხი) შესწავლა-დამუშავების შედეგად მიღწეული შედეგები. კონკრეტული სასწავლო ერთეულის დასრულებისას მოსწავლემ უნდა შეძლოს ქართული ენისა და ლიტერატურის სტანდარტით განსაზღვრული ცოდნისა და უნარ-ჩვევების წარმოჩენა. შესაბამისად, შემაჯამებელი დავალებები უნდა ამოწმებდეს ქართული ენისა და ლიტერატურის სტანდარტით განსაზღვრულ შედეგებს.
შემაჯამებელ დავალებათა ტიპები:
სტანდარტის მოთხოვნათა შესასრულებლად რეკომენდებულია შემაჯამებელ დავალებათა მრავალი ფორმის გამოყენება. ქართულ ენასა და ლიტერატურაში შესაძლებელია შემდეგი ტიპის შემაჯამებელი დავალებების გამოყენება:
- მხატვრული/არამხატვრული ტექსტის გაგება-გააზრება;
- სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა სახის ტექსტების შედგენა;
- არგუმენტირებული მსჯელობა კონკრეტული საკითხის/თემის შესახებ;
- ზეპირი მოხსენების წარმოდგენა;
- ესეის შედგენა;
- პრობლემური საკითხის წარმოდგენა იმიტირებული სიტუაციის (მინისპექტაკლის, როლური თამაშის და სხვ.) საშუალებით;
- გამომეტყველებითი კითხვა (ინდივიდუალური ან გუნდური);
- ლიტერატურული სალონი;
- ზეპირი გამოსვლის აუდიო ან აუდიოვიზუალური ჩანაწერის მოსმენა და შეფასება;
- სხვა.
მოთხოვნები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს შემაჯამებელი დავალებები:
- დავალების თითოეულ ტიპს უნდა ახლდეს შეფასების ზოგადი რუბრიკა (თუ რეცეფციული /გაგება-გააზრება/ დავალებაა, მაშინ შეფასების სქემა უნდა ახლდეს თითოეულ ტესტურ კითხვას);
- ზოგადი რუბრიკა უნდა დაზუსტდეს კონკრეტული დავალების, პირობისა და განვლილი მასალის გათვალისწინებით;
- 10 ქულა უნდა გადანაწილდეს რუბრიკაში შემავალ კრიტერიუმებზე;
- მითითებული უნდა იყოს სტანდარტის ის შედეგები, რომელთა შემოწმებასაც ემსახურება შემაჯამებელი დავალება.
ზოგადი რუბრიკის ნიმუში
შეფასების ზოგადი რუბრიკა ზეპირი შემაჯამებელი დავალებებისათვის:
- პირობასთან შესაბამისობა;
- კომუნიკაციური უნარ-ჩვევები;
- ენობრივი უნარ-ჩვევები;
- შემოქმედებითი უნარ-ჩვევები.
კონკრეტული რუბრიკის ნიმუში
ნიმუში 1. შემაჯამებელი დავალება ზეპირმეტყველებაში
დავალების პირობა:
გაეცანით მოცემულ თვალსაზრისს და მოამზადეთ ზეპირი გამოსვლა, რომელშიც:
ა) წარმოადგენთ თქვენს მოსაზრებას ამ თვალსაზრისთან დაკავშირებით;
ბ) მოიყვანთ არგუმენტებსა და მაგალითებს თქვენი მოსაზრების დასამტკი-ცებლად;
გ) გამოიტანთ დასკვნას/დასკვნებს.
ზეპირი მოხსენების მაქსიმალური დროა 5 წუთი.
|
ქულები |
პირობასთან შესაბამისობა |
|
იცავს დროის ლიმიტს |
0 - 1 |
იცავს პირობის შინაარსობრივ მოთხოვნებს (მოსაზრება, არგუმენტები, დასკვნა) |
0 - 0, 5 - 1 |
კომუნიკაციური უნარ-ჩვევები |
|
გასაგებად აყალიბებს მოსაზრებას და თანამიმდევრულად ავითარებს მას |
0 – 1- 2 |
მოჰყავს ადეკვატური არგუმენტები და მაგალითები |
0 - 1- 2 |
გამოაქვს ადეკვატური დასკვნა |
0 - 1 |
ენობრივი უნარ-ჩვევები |
|
ადეკვატურად იყენებს ზეპირი მსჯელობისათვის დამახასიათებელ არავერბალურ საშუალებებს (მაგ., ჟესტიკულაციას, ინტერვალს საუბარში, ხმის სხვადასხვა დონეს და ა.შ.) |
0-1 |
იყენებს მსჯელობითი ტექსტისათვის დამახასიათებელ ენობრივ-გრამატიკულ ფორმებსა და ენობრივ კონსტრუქციებს (მაგ. განკერძოებულ სიტყვებს, გამოთქმებს, ჩართულს, პირობით-შედეგობით კონსტრუქციას და ა.შ.) |
0 - 1 |
შემოქმედებითი უნარ-ჩვევები |
|
აქვს საინტერესო მოსაზრებები, მოჰყავს ორიგინალური არგუმენტები, მაგალითები |
0 - 1 |
ქულათა მაქსიმალური რაოდენობაა 10 (ქულები მრგვალდება მთელის სიზუსტით) |
|
შემაჯამებელი დავალების სტანდარტთან შესაბამისობა:
ქართ. VIII. 1. მოსწავლეს შეუძლია კონკრეტულ საკითხებზე მსჯელობის მოსმენა და საკუთარი თვალსაზრისის წარმოდგენა აუდიტორიის წინაშე.
ქართ. VIII. 3. მოსწავლეს შეუძლია მსჯელობის ძირითადი ენობრივი მახასიათებლების ამოცნობა და გამოყენება.