ეროვნული სასწავლო გეგმების პორტალი ეროვნული სასწავლო გეგმების პორტალი

სკოლამდელი განათლება

  • მთავარი
  • სკოლამდელი განათლება
ამობეჭდვა
  • ზოგადი ნაწილი
    • შესავალი
    • სტანდარტის სტრუქტურა, შინაარსი და მიზნები
    • სწავლისა და განვითარების სფეროების მოკლე მიმოხილვა
      • ჯანმრთელობა და ფიზიკური განვითარება
      • შემეცნებითი განვითარება და ზოგადი ცოდნა
      • სწავლისადმი მიდგომა
      • მეტყველების განვითარება
      • სოციალურ-ემოციური განვითარება
    • დამხმარე სახელმძღვანელოები
  • ასაკი
  • სფერო
arrow
  • 1-დან 3 წლამდე

1-დან 3 წლამდე

ჯანმრთელობა და ფიზიკური განვითარება

მოტორული განვითარება

მსხვილი მოტორიკა

შედეგი I

ბავშვს შეუძლია სხეულის მოძრაობის კონტროლი, მიზანმიმართული, კოორდინირებული მოძრაობა და წონასწორობის შენარჩუნება

 

 

ნატიფი მოტორიკა

შედეგი I

ბავშვს  შეუძლია სხეულის წვრილი კუნთების კონტროლი და  კოორდინირებული მოქმედება

 

 

სენსორულ-მოტორული განვითრება

შედეგი I

ბავშვი გრძნობათა ორგანოებს  (მხედველობას, სმენას,  შეხებას,  გემოვნებას, ყნოსვას) იყენებს საკუთარი მოძრაობისა თუ მოქმედებების გასაკონტროლებლად

 

ფიზიკური განვითარება

ფიზიკური აქტივობა

შედეგი I

ბავშვი ერთვება სხვადასხვა ფიზიკურ აქტივობაში და ავლენს მოძრაობის უნარ- ჩვევებსა და  ფიზიკურ თვისებებს

 

ჯანმრთელობა და უსაფრთხოება

პირადი ჰიგიენა და თავის მოვლის უნარ-ჩვევები

შედეგი I

ბავშვი ავლენს პირადი ჰიგიენისა და თვითმომსახურების  უნარ-ჩვევებს

შედეგი 2

ბავშვი ეჩვევა ჯანსაღ კვებას,  ივითარებს სწორად კვების ჩვევას.A

 

 

უსაფრთხოება

შედეგი I

ბავშვს შეუძლია სახიფათო ნივთებისგან გარიდება,  საშიში სიტუაციების

თავიდან აცილება და ესმის უსაფრთხოების წესები

შემეცნებითი განვითარება და ზოგადი ცოდნა

ესთეტიკა და კულტურა

შემოქმედების აღქმა და გაგება

შედეგი I

ბავშვს შეუძლია აღიქვას და სიამოვნება მიიღოს ხელოვნების ნაწარმოებისაგან

 

 

შემოქმედებითი თვითგამოხატვა

შედეგი I

ბავშვი ავლენს შემოქმედებით უნარებს

 

 

ოჯახი, საზოგადოება და კულტურა

შედეგი I

გამოხატავს ინტერესს ოჯახური ტრადიციების მიმართ.

შედეგი II

ბავშვი ამჟღავნებს, რომ  გათვითცნობიერებულია სამოქალაქო საკითხებში

შედეგი III

ბავშვი ამჟღავნებს საკუთარი და სხვა  ქვეყნების კულტურისა და ტრადიციების ცოდნას, პატივისცემას

 

ბუნება და ტექნოლოგიები

ბუნება

შედეგი I

ბავშვი ავლენს ცოდნას ბუნების შესახებ

შედეგი II

ბავშვი ავლენს ცოდნას ბუნებისა და ადამიანების ურთიერთდამოკიდებულების

შესახებ

შედეგი I

ბავშვი იყენებს ტექნიკას შესაბამისი დანიშნულებით

 

რაოდენობრივი წარმოდგენების განვითარება

რიცხვები და ანგარიში

შედეგი I

ბავშვი ავლენს ციფრების ცოდნას და შეუძლია დათვლა

 

 

გაზომვა

შედეგი I

ბავშვი აღიქვამს და გამოთქვამს მოსაზრებას საგანთა ზომაზე, მოცულობაზე, სიმაღლეზე, სიგრძესა და წონაზე

 

 

კანონზომიერების დადგენა

შედეგი I

ბავშვი აჯგუფებს საგნებს ზომის, ფორმის, ფერისა და დანიშნულების მიხედვით

 

მოვლენებს შორის მიმართების წვდომა

დრო

შედეგი I

ბავშვი განასხვავებს მოვლენათა მიმდინარეობის დროს წარსულს, აწმყოსა და მომავალს

 

 

სივრცე

შედეგი I

ბავშვს შეუძლია საკუთარი სხეულის, მის გარემოში არსებული საგნების მდებარეობის აღქმა და საგნებს შორის სივრცითი მიმართებების დადგენა

 

 

მიზეზშედეგობრიობა

შედეგი I

ბავშვს ესმის, სწვდება  მიზეზშედეგობრივ კავშირებს

სწავლისადმი მიდგომა

მოტივაცია

ცნობისმოყვარეობა და ინტერესი

შედეგი I

ბავშვი გამოხატავს ინტერესს და ავლენს ცნობისმოყვარეობას სიახლის მიმართ

 

 

ინიციატივა და დამოუკიდებლობა

შედეგი 1

ბავშვი ავლენს ინიციატივასა და დამოუკიდებლობას

 

სასწავლო უნარები

ყურადღების კონცენტრაცია

შედეგი I

ბავშვს შეუძლია  შეაჩეროს და შეინარჩუნოს ყურადღება მოცემულ ამოცანაზე, მაშინაც, როდესაც აწყდება პრობლემას

 

 

შემოქმედებითობა და გამომგონებლობა

შედეგი 1

ბავშვი ყოველდღიურ საქმიანობას უდგება შემოქმედებითად და გამომგონებლურად

 

 

პრობლემის გადაჭრა

შედეგი I

ბავშვი ეძებს პრობლემის გადაჭრის სხვადასხვაგვარ  გზებს.

 

 

აზრის გამოხატვა და რეალობასთან კავშირი

შედეგი I

ბავშვი წარმოადგენს საგნებს სიმბოლოების მეშვეობით

შედეგი II

ბავშვი განასხვავებს ფანტაზიას რეალობისაგან

 

 

გააზრება და ინტერპრეტაცია

შედეგი I

ბავშვს შეუძლია ისწავლოს საკუთარ გამოცდილებაზე  დაყრდნობით და ასევე სხვაზე დაკვირვებით

 

 

კრიტიკული აზროვნება და კვლევა

შედეგი I

ბავშვი ადარებს ობიექტებს, ეძებს მსგავსებასა და განსხვავებას, აფასებს მოვლენებს

შედეგი II

ბავშვი ობიექტებზე ინფორმაციას დაკვირვების, ცდისა და შეცდომის მეთოდით

იღებს.

მეტყველების განვითარება

მეტყველება

მოსმენა და ზეპირი მეტყველება

შედეგი I

ბავშვს შუძლია მოსმენა და მოსმენილის მნიშვნელობის გაგება (რეცეპციული მეტყველება)

შედეგი II

ბავშვი იყენებს სიტყვებს, ჟესტიკულაციას თავისი აზრებისა და გრძნობების გამოსახატავად და საუბრობს გამართულად (ექსპრესიული, პროდუქტიული მეტყველება)

შედეგი III

ბავშვი იყენებს ზეპირ მეტყველებას სხვადასხვა მიზნისათვის (პრაგმატული განვითარება)

შედეგი IIIა

არაქართველი ბავშვი იყენებს ქართულ ენას სხვადასხვა მიზნისათვის

 

წიგნიერება

კითხვა

შედეგი I

ბავშვს აქვს უნარი სამეტყველო ნაკადში გამოჰყოს ბგერები და სიტყვები (ფონოლოგია)

შედეგი II

ბავშვი გამოხატავს ინტერესს ნაბეჭდი მასალის მიმართ და ესმის მისი სიმბოლური მნიშვნელობა.

შედეგი III

ბავშვს ესმის, რომ  ნაბეჭდ მასალას სხვადასხვა დანიშნულება აქვს და განსხვავებული მიზნებით გამოიყენება

შედეგი IV

ბავშვი ამჟღავნებს ნაბეჭდი მასალის აღქმის უნარს

 

 

წერა

შედეგი I

ბავშვი იწყებს წერის უნარის განვითარებას

შედეგი II

ბავშვი წერით უნარებს სხვადასხვა მიზნებისათვის იყენებს

სოციალურ-ემოციური განვითარება

ემოციური განვითარება

თვითიდენტობა (მე-კონცეფცია და თვითშეფასება)

შედეგი I

ბავშვი აღიქვამს საკუთარ თავს  სხვებისგან გამოცალკევებულად

შედეგი II

ბავშვი ამჟღავნებს, რომ  იცნობს საკუთარ თვისებებს, შესაძლებლობებსა და სურვილებს (იცის როგორია, რა სურს და რა შეუძლია)

შედეგი III

ბავშვი აკუთვნებს საკუთარ თავს  სხვადასხვა ჯგუფს (ოჯახს, სკოლას, სამშობლოს, საზოგადოებას)

შედეგი IV

ბავშვი ამჟღავნებს საკუთარი შესაძლებლობების რწმენას და ამაყობს საკუთარი მიღწევებით.

 

 

თვითმართვა და თვითგამოხატვა

შედეგი I

ბავშვს ესმის წესები და შეთვისებული აქვს  ყოველდღიური საქმიანობისათვის საჭირო მოქმედებები

შედეგი II

ბავშვი მართავს თავის გრძნობებსა და იმპულსებს

შედეგი III

ბავშვი შესაბამისად გამოხატავს ემოციებს (ღიად გამოხატავს იმას, რასაც გრძნობს)

 

სოციალური განვითარება

ურთიერთობა უფროსებთან

შედეგი I

ბავშვი ენდობა და ადვილად ამყარებს  ურთიერთობას ნაცნობ უფროსებთან

შედეგი II

საჭიროების შემთხვევაში ბავშვი ითხოვს, მიმართავს  უფროსის დახმარებას

შედეგი I

ბავშვი ამჟღავნებს კეთილგანწყობას თანატოლების მიმართ და ურთიერთობს მათთან

შედეგი II

ბავშვი ავლენს მოლაპარაკების გზით კონფლიქტის გადაჭრის უნარს.

 

 

ადაპტაციური სოციალური ქცევა

შედეგი I

ბავშვი ამჟღავნებს ნდობას და ავლენს, რომ  თავს  გრძნობს დაცულად.

შედეგი II

გაიაზრებს ქცევას და მის შედეგს

შედეგი III

ამჟღავნებს მოქნილობას და გარემოსა და ყოველდღიური საქმიანობის ცვლილებას უსადაგებს თავის ქცევას

შედეგი IV

გაგებით ეკიდება და პატივისცემას გამოხატავს საკუთარი თავისაგან რაიმე ნიშნით განსხვავებულთა მიმართ.