ბავშვს შეუძლია სხეულის მოძრაობის კონტროლი, მიზანმიმართული, კოორდინირებული მოძრაობა და წონასწორობის შენარჩუნება
ბავშვი გრძნობათა ორგანოებს (მხედველობას, სმენას, შეხებას, გემოვნებას, ყნოსვას) იყენებს საკუთარი მოძრაობის გასაკონტროლებლად
ბავშვი ერთვება სხვადასხვა ფიზიკურ აქტივობაში და ავლენს მოძრაობის უნარ- ჩვევებსა და ფიზიკურ თვისებებს
ბავშვი ავლენს პირადი ჰიგიენისა და თვითმომსახურების უნარ-ჩვევებს
ბავშვს შეუძლია სახიფათო ნივთებისგან გარიდება, საშიში სიტუაციების თავიდან აცილება და ესმის უსაფრთხოების წესები
ბავშვს შეუძლია აღიქვას და სიამოვნება მიიღოს ხელოვნების ნაწარმოებისაგან
ბავშვი ავლენს შემოქმედებით უნარებს
გამოხატავს ინტერესს ოჯახური ტრადიციების მიმართ.
ბავშვი ამჟღავნებს საკუთარი და სხვა ქვეყნების კულტურისა და ტრადიციების ცოდნას, პატივისცემას
ბავშვი ავლენს ცოდნას ბუნების შესახებ
ბავშვი იყენებს ტექნიკას შესაბამისი დანიშნულებით
ბავშვი ავლენს ციფრების ცოდნას და შეუძლია დათვლა
ბავშვი აღიქვამს და გამოთქვამს მოსაზრებას საგანთა ზომაზე, მოცულობაზე, სიმაღლეზე, სიგრძესა და წონაზე.
ბავშვი აჯგუფებს საგნებს ზომის, ფორმის, ფერისა და დანიშნულების მიხედვით
ბავშვი განასხვავებს მოვლენათა მიმდინარეობის დროს წარსულს, აწმყოსა და მომავალს
ბავშვს შეუძლია საკუთარი სხეულის/გარემოს ობიექტების მდებარეობის აღქმა და საგნებს შორის სივრცითი მიმართებების დადგენა.
ბავშვს ესმის/სწვდება მიზეზშედეგობრივ კავშირებს
ბავშვი გამოხატავს ინტერესს და ავლენს ცნობისმოყვარეობას სიახლის მიმართ.
ბავშვი ავლენს ინიციატივას და დამოუკიდებლობას
ბავშვს შეუძლია შეაჩეროს და შეინარჩუნოს ყურადღება მოცემულ ამოცანაზე, მაშინაც, როდესაც აწყდება პრობლემას.
ბავშვი შემოქმედებითად და გამომგონებლურად უდგება ყოველდღიურ საქმიანობას.
ბავშვი ეძებს პრობლემის გადაჭრის სხვადასხვაგვარ გზებს
ბავშვი წარმოადგენს საგნებს სიმბოლოების მეშვეობით
ბავშვი განასხვავებს ფანტაზიას რეალობისაგან.
ბავშვს შეუძლია ისწავლოს საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით
ბავშვი ადარებს ობიექტებს, ეძებს მსგავსებას და განსხვავებას, აფასებს მოვლენებს
ბავშვი ობიექტებზე ინფორმაციას დაკვირვების, ცდისა და შეცდომის მეთოდით
იღებს.
ბავშვს შუძლია მოსმენა და მოსმენილის მნიშვნელობის გაგება (რეცეპციული მეტყველება)
ბავშვი იყენებს სიტყვებს, ჟესტიკულაციას თავისი აზრებისა და გრძნობების გამოსახატავად, საუბრობს გამართულად (პროდუქტიული, ექსპრესიული მეტყველება).
ბავშვი იყენებს ზეპირ მეტყველებას სხვადასხვა მიზნისათვის (პრაგმატული განვითარება).
ბავშვი გამოხატავს ინტერესს ნაბეჭდი მასალის მიმართ და ესმის მისი სიმბოლური მნიშვნელობა.
ბავშვს ესმის, რომ ნაბეჭდ მასალას სხვადასხვა დანიშნულება აქვს და განსხვავებული მიზნებით გამოიყენება
ბავშვი იწყებს წერის უნარის განვითარებას
ბავშვი წერის უნარებს სხვადასხვა მიზნებისათვის იყენებს
ბავშვი აღიქვამს საკუთარ თავს სხვებისგან გამოცალკევებულად.
ბავშვი გამოხატავს, რომ იცნობს საკუთარ თვისებებს, შესაძლებლობებსა და სურვილებს (იცის, როგორია, რა სურს და რა შეუძლია).
ბავშვი აკუთვნებს საკუთარ თავს სხვადასხვა ჯგუფს (ოჯახს, სკოლას, სამშობლოს).
ბავშვი ამჟღავნებს საკუთარი შესაძლებლობების რწმენას და ამაყობს საკუთარი მიღწევებით.
ბავშვს ესმის წესები და შეთვისებული აქვს ყოველდღიური საქმიანობისათვის საჭირო მოქმედებები
ბავშვი მართავს თავის გრძნობებსა და იმპულსებს.
ბავშვი შესაბამისად გამოხატავს ემოციებს.
ბავშვი ენდობა და ადვილად ამყარებს ურთიერთობას ნაცნობ უფროსებთან
საჭიროების შემთხვევაში, ბავშვი ითხოვს, მიმართავს უფროსის დახმარებას
ბავშვი ამჟღავნებს კეთილგანწყობას თანატოლების მიმართ და ურთიერთობს მათთან.
ბავშვი ავლენს მოლაპარაკების გზით კონფლიქტის გადაჭრის უნარს.
ბავშვი ამჟღავნებს ნდობას და ავლენს, რომ თავს გრძნობს დაცულად.
ბავშვი გაიაზრებს ქცევას და მის შედეგს.
ბავშვი ამჟღავნებს მოქნილობას და გარემოსა და ყოველდღიური საქმიანობის ცვლილებას უსადაგებს თავის ქცევას
ბავშვი გაგებით ეკიდება და პატივისცემას გამოხატავს საკუთარი თავისაგან რაიმე ნიშნით განსხვავებულულთა მიმართ