შედეგი IV

5-დან 6 წლამდე

გაგებით ეკიდება და პატივისცემას გამოხატავს საკუთარი თავისაგან რაიმე ნიშნით განსხვავებულულთა მიმართ

მიმართულებები:ადაპტაციური სოციალური ქცევა
სფერო:სოციალურ-ემოციური განვითარება
ქვესფერო:სოციალური განვითარება

ინდიკატორები

  • ესმის  რას გრძნობენ სხვები.
  • იჩენს ინიციატივას, რომ დაეხმაროს და დაამშვიდოს თანატოლი სიტყვიერად და მოქმედებით (ანა მოწყენილი იყო, ამიტომ ჩავეხუტე).
  • გამოხატავს აღფრთოვანებას განსაკუთრებული მოვლენებისა და წარმატებული ადამიანების მიმართ.
  • შეუძლია თავისი გეგმები მოარგოს სხვის მოთხოვნილებებს.
  • ეცოდება დაშავებული ან მკვდარი ცხოველი.
  • პატივისცემით ეპყრობა ბუნებასა და ცოცხალ არსებებს.
  • თავისუფლად თამაშობს  განსხვავებული სქესის, წარმომავლობისა და შესაძლებლობის ბავშვთან.

რესურსები