შედეგი IV

5-დან 6 წლამდე

ბავშვი ამჟღავნებს ნაბეჭდი მასალის აღქმის უნარს

მიმართულებები:კითხვა
სფერო:მეტყველების განვითარება
ქვესფერო:წიგნიერება

ინდიკატორები

  • შეუძლია მიუთითოს წიგნის სათაურზე იმ შემთხვევაში, თუ ყდაზე მოცემული სხვა წარწერებისაგან განსხვავებით, სათაური გამოკვეთილად - სხვა ფერის ან სხვა ზომის ასოებით არის წარმოდგენილი.
  • ცნობს ანბანში  შემავალი ასოების ნაწილს.
  • სვამს კითხვებს და მსჯელობს თანატოლებთან იმ ამბავზე, რომელიც წაუკითხეს.
  • ცნობს დაწერილ საკუთარ სახელს, ხშირად ნახმარ რამდენიმე სიტყვას, წარწერას.

რესურსები