შედეგი IV

3-დან 5 წლამდე

ბავშვი ამჟღავნებს საკუთარი შესაძლებლობების რწმენას და ამაყობს საკუთარი მიღწევებით

მიმართულებები:თვითიდენტობა (მე-კონცეფცია და თვითშეფასება)
სფერო:სოციალურ-ემოციური განვითარება
ქვესფერო:ემოციური განვითარება

ინდიკატორები

  • სთხოვს სხვებს, გაეცნონ მის შემოქმედებას (მაგ., სთხოვს ნახონ  მისი  ნახატი).
  • გამოხატავს აღფრთოვანებას უნარ-ჩვევის დაუფლების გამო (მაგ., ამბობს: "უკვე შემიძლია მე თვითონ ვიქანაო საქანელაზე!”).
  • ამჟღავნებს, რომ იცნობს თავის შესაძლებლობებს (მაგ.: ამბობს: "მე შემიძლია სასრიალოს წვერზე ავცოცდე").
  • გამოხატავს საკუთარ აზრსა და მოლოდინს.
  • აქტიურად "ფანტაზიორობს", ზოგჯერ ვერ განასხვავებს ფანტაზიას რეალობისაგან (მაგ., "მე გუშინ დათვი დავიჭირე").

რესურსები