შედეგი IV
1-დან 3 წლამდე
ბავშვი ამჟღავნებს საკუთარი შესაძლებლობების რწმენას და ამაყობს საკუთარი მიღწევებით.
მიმართულებები:თვითიდენტობა (მე-კონცეფცია და თვითშეფასება)
სფერო:სოციალურ-ემოციური განვითარება
ქვესფერო:ემოციური განვითარება
ინდიკატორები
1-2 წელი
- მოქმედებს ისე, თითქოს შეუძლია გაუმკლავდეს ახალ ამოცანას ან აქტივობას (მაგ.: ცდილობს დაგავოს იატაკი უფროსებისათვის განკუთვნილი ცოცხით).
- უყურებს უფროსს ახალი აქტივობის განხორციელებისას და იღიმება წარმატების შემთხვევაში.
- იყენებს სიტყვებს: "მე", "ჩემი", "ვიცი", "მე თვითონ".
- იღიმება, როცა ასრულებს იმას, რითიც ამაყობს.
2-3 წელი
- ცდილობს იზრუნოს საკუთარ თავზე.
- აღიარებს საკუთარ მიღწევებს. გამოხატავს სიხარულს.
- აჩვენებს შესრულებულ ნამუშევარს მომვლელს (ნახატს, აშენებულ კოშკს), რომლისგანაც მოელის წარმატების აღიარებას.