შედეგი III

5-დან 6 წლამდე

ბავშვი ავლენს მოლაპარაკების გზით კონფლიქტის გადაჭრის უნარს.

მიმართულებები:ურთიერთობა თანატოლებთან
სფერო:სოციალურ-ემოციური განვითარება
ქვესფერო:სოციალური განვითარება

ინდიკატორები

  • კონფლიქტის მოსაგვარებლად იყენებს სხვადასხვა სტრატეგიას, ცდის სხვადასხვა გზას და საშუალებას (მაგ., პრობლემის გადაჭრის მცდელობის დროს ჯერ იყენებს სიტყვებს, შემდეგ ითხოვს დახმარებას);
  • მოლაპარაკების დროს ცდილობს სხვა ბავშვებთან ერთად დამოუკიდებლად გადაჭრას პრობლემა, თუ საჭიროა, შემდგომ მიმართავს უფროსს დახმარებისთვის.
  • მოლაპარაკების დროს მსჯელობს სხვა ბავშვთან წესების შესახებ, რათა უკეთესად იქნეს გათვალისწინებული ორივე მხარის ინტერესები (მაგ.:"ჯერ მე გამოვიყენებ ამ ფანქარს და მერე შენ მოგცემ");
  • შეუძლია დათმობა და სხვისი კომპრომისის დანახვაც, ანუ ხვდება, რომ სხვაც უთმობს.

რესურსები