შედეგი III

5-დან 6 წლამდე

ბავშვი შესაბამისად გამოხატავს  სხვადასხვა ემოციას (ღიად გამოხატავს იმას, რასაც გრძნობს)

მიმართულებები:თვითმართვა და თვითგამოხატვა
სფერო:სოციალურ-ემოციური განვითარება
ქვესფერო:ემოციური განვითარება

ინდიკატორები

  • გამოხატავს განცდებს თამაშის დროს.
  • უზიარებს თავის შიშს ან მღელვარებას მშობლებს, მომვლელსა თუ სხვა უფროსს.
  • სევდიანია, როდესაც ვინმე გარდაიცვლება ან სხვა რთულ სიტუაციაშია ჩავარდნილი.
  • ადეკვატურად გამოხატავს გრძნობებს, ტირის როდესაც ნაწყენია.
  • შესაბამის გრძნობებს ავლენს ყოველდღიურ ცხოვრებაში მომხდარ მოვლენებთან და წიგნებში აღწერილ ამბებთან დაკავშირებით.

 

რესურსები