შედეგი III

5-დან 6 წლამდე

ბავშვი აკუთვნებს საკუთარ თავს  სხვადასხვა ჯგუფს (ოჯახს, სკოლას, სამშობლოს, საზოგადოებას)

მიმართულებები:თვითიდენტობა (მე-კონცეფცია და თვითშეფასება)
სფერო:სოციალურ-ემოციური განვითარება
ქვესფერო:ემოციური განვითარება

ინდიკატორები

  • მარტივად ყვება თავისი ოჯახის შესახებ  (მაგ., როდესაც ჯგუფში საუბრობენ უმცროს და-ძმებზე, ამბობს, დედაჩემი ჩემს დას ბანაობის შემდეგ ქუდს ახურავს).
  • შეუძლია მოყვეს ბაღის შესახებ  (მაგ., ჩვენს ოთახს ყვითელი კარი აქვს, შეუძლია აჩვენოს სტუმარს ან ახლად შემოერთებულ ბავშვს: "ჩვენი ჯგუფის საკიდები აქედან იწყება").
  • იცის საკუთარი წარმომავლობის შესახებ, პატივს სცემს საკუთარ კულტურასა და რწმენას (მაგ., ელენე სტუმრად იყო დეიდასთან სხვა ქვეყანაში, სადაც დეიდამ ბევრი რამ დაათვალიერებინა. ელენე ამბობს: ძალიან ლამაზიაო, მაგრამ მე ყველაზე მეტად ჩემი სახლი მიყვარს).
  • სვამს შეკითხვებს სხვა ბავშვის ოჯახის, ეროვნების, ენისა და კულტურის შესახებ, ინტერესით ისმენს  განსხვავებული კულტურის შესახებ  ინფორმაციას.

რესურსები