შედეგი III

5-დან 6 წლამდე

ბავშვს   ესმის, რომ ბეჭდურ გამოცემებს სხვადასხვა  დანიშნულება აქვს  და განსხვავებული მიზნებით გამოიყენება

მიმართულებები:კითხვა
სფერო:მეტყველების განვითარება
ქვესფერო:წიგნიერება

ინდიკატორები

  • იცის, რომ ყოველ ბეჭდურ გამოცემას თავისი დანიშნულება აქვს (შეუძლია წიგნის გარეკანისა და ილუსტრაციების მიხედვით განსაზღვროს, წიგნი საბავშვოა, თუ დიდებისათვისაა განკუთვნილი).
  • შეუძლია ზღაპრის, ისტორიის მოყოლა. იმახსოვრებს პერსონაჟებსა და მოვლენის მნიშვნელოვან დეტალებს.
  • ზღაპრებს, მოთხრობებს ადარებს თავის გარემოს, რეალობას.
  • ცდილობს წაიკითხოს მაღაზიის აბრა, ქუჩის სახელწოდება.
  • უფროსის დახმარებით სარგებლობს თამაშის  ინსტრუქციით (მაგ.: ასაწყობი სათამაშოს ინსტუქციით).

რესურსები