შედეგი III

5-დან 6 წლამდე

ბავშვი იყენებს ზეპირ მეტყველებას სხვადასხვა მიზნისათვის (პრაგმატული განვითარება)

მიმართულებები:მოსმენა და ზეპირი მეტყველება
სფერო:მეტყველების განვითარება
ქვესფერო:მეტყველება

ინდიკატორები

  • შეუძლია თავისი სიტყვებით გადმოსცეს მარტივი ისტორია და მოვლენა თანმიმდევრულად აღწეროს.
  • უსმენს  სხვებს და მონაწილეობას იღებს ჯგუფურ საუბარში.
  • იცის ელემენტარული ეტიკეტით რა მოეთხოვება: შეუძლია მისალმება, დამშვიდობება, ბოდიშის მოხდა, მილოცვა.
  • სიტუაციის შესაბამისად იყენებს მიმართვის თავაზიან შინაურულ ფორმებს (მაგ.: სხვადასხვანაირად მიმართავს მეგობრებს და უფროსებს).
  • სხვადასხვა სიტუაციაში სათანადოდ იცვლის ხმასა და ინტონაციას (მაგ.: როცა ჩვილ ბავშვს სძინავს, ჩურჩულით საუბრობს).
  • კმაყოფილებას ჰგვრის ამბების შეთხზვა.

რესურსები