შედეგი III

3-დან 5 წლამდე

ბავშვი აკუთვნებს საკუთარ თავს  სხვადასხვა ჯგუფს (ოჯახს, სკოლას, სამშობლოს, საზოგადოებას)

მიმართულებები:თვითიდენტობა (მე-კონცეფცია და თვითშეფასება)
სფერო:სოციალურ-ემოციური განვითარება
ქვესფერო:ემოციური განვითარება

ინდიკატორები

  • თავის თავს აკუთვნებს ოჯახს, ამბობს: "ჩემი ოჯახი".
  • როლურ თამაშებში ხშირად ასახიერებს ოჯახის სხვადასხვა წევრს (მაგ.: დედას, მამას, და-ძმას).
  • ხატავს ოჯახურ პორტრეტს.
  • ამჩნევს, ვინ არ ესწრება ყოველდღიური ყოფის ამსახველ ამა თუ იმ მოვლენას (მაგ., საუზმობისას ამჩნევს, რომ მამა არ ზის მაგიდასთან).
  • იცის, ვინ არიან მისი  მეზობლები, ბაღელები.
  • იცის საკუთარი წარმომავლობა; ან: იცის, ვინ არის წარმოშობით.

რესურსები