შედეგი III

3-დან 5 წლამდე

ბავშვს ესმის, რომ  ბეჭდურ გამოცემებს სხვადასხვა დანიშნულება აქვთ და განსხვავებული მიზნებით გამოიყენება

მიმართულებები:კითხვა
სფერო:მეტყველების განვითარება
ქვესფერო:წიგნიერება

ინდიკატორები

  • დამოუკიდებლად ათვალიერებს წიგნებს, ჟურნალებსა და სხვა ბეჭდურ გამოცემებს.
  • შეუძლია სხვადასხვა ნიშანი და სიმბოლო აღიქვას, როგორც ინფორმაციის წყარო (მაგ.: იცის, რას ნიშნავს საზოგადოებრივ ტუალეტებში ქალების ტუალეტის კარზე "ქ" და მამაკაცებისაზე - "მ" აღნიშვნები).
  • წარმოსახვითი თამაშის დროს, თამაშობს "მასწავლებლობანას", ასწავლის კითხვას ბავშვებს; "მზარეულობანას" თამაშის დროს იყენებს რეცეპტების კრებულს.

რესურსები