შედეგი III

3-დან 5 წლამდე

ბავშვი ამჟღავნებს საკუთარი და სხვა  ქვეყნების კულტურისა და ტრადიციების ცოდნას, პატივისცემას

მიმართულებები:ოჯახი, საზოგადოება და კულტურა
სფერო:შემეცნებითი განვითარება და ზოგადი ცოდნა
ქვესფერო:ესთეტიკა და კულტურა

ინდიკატორები

  • ყვება ეროვნულ  ხალხურ ზღაპრებს.
  • ცნობს ეროვნულ მუსიკას, ცეკვას, საკვებს, ტანსაცმელს.
  • მონაწილეობს ეროვნულ-ტრადიციულ დღესასწაულებში (რთველში, ჩურჩხელების ამოვლებაში).
  • სვამს შეკითხვებს სხვა ბავშვების ეთნიკური და კულტურული წარმომავლობის შესახებ.
  • ყურადღებით ისმენს  სხვა ერების ლეგენდებს, ზღაპრებს, სიმღერებს.

რესურსები