შედეგი III

1-დან 3 წლამდე

ამჟღავნებს მოქნილობას და გარემოსა და ყოველდღიური საქმიანობის ცვლილებას უსადაგებს თავის ქცევას

მიმართულებები:ადაპტაციური სოციალური ქცევა
სფერო:სოციალურ-ემოციური განვითარება
ქვესფერო:სოციალური განვითარება

ინდიკატორები

1-2 წელი

 

  • შორდება ძირითად მეურვეს, როდესაც იმყოფება სახლის გარეთ, მაგრამ ნაცნობ გარემოში.
  • თავს თავისუფლად გრძნობს უცხო გარემოში, როდესაც მის გვერდით ნაცნობი უფროსი იმყოფება, ცდილობს მისი  თანდასწრებით შეიცნოს ახალი და უცნობი გარემო.

 

 

 

2-3 წელი

 

  • სვამს კითხვებს გარემოს შესახებ ან იქცევა განსხვავებულად, როცა ახალ გარემოში ხვდება.
  • ამჟღავნებს, რომ მარტივად და მშვიდად იცვლის ადგილს ნაცნობ უფროსთან ერთად (ეს იქნება სახლი, ეკლესია, მანქანა, მაღაზია თუ სათამაშო  მოედანი).

 

რესურსები