შედეგი III

1-დან 3 წლამდე

ბავშვი შესაბამისად გამოხატავს ემოციებს (ღიად გამოხატავს იმას, რასაც გრძნობს)

მიმართულებები:თვითმართვა და თვითგამოხატვა
სფერო:სოციალურ-ემოციური განვითარება
ქვესფერო:ემოციური განვითარება

ინდიკატორები

1-2 წელი

 

  • გამოხატავს ემოციებს, განცდებს ნაცნობი ადამიანების, ცხოველების ან საგნების მიმართ.
  • აღიქვამს სხვის მიერ გამოხატულ სხვადასხვა ემოციას (სიხარულს, შიშს, მოწყენილობას).
  • სიტყვიერად მიმართავს უფროსს ყურადღების მისაპყრობად.

 

 

 

2-3 წელი

 

  • განასხვავებს თავის განცდებს - სიხარულს, სევდას.
  • სწორად აღიქვამს საკუთარ ემოციებს და იცის, რომ ჩვეულებრივია, ნორმალურია ის, რომ ზოგჯერ მოწყენილობას გრძნობს, ზოგჯერ - სიხარულს და ზოგჯერ ბრაზდება.
  • ამჩნევს და ასახელებს სხვების ემოციებს (სიხარულს, შიშს, მოწყენილობას).

 

რესურსები