შედეგი III

1-დან 3 წლამდე

ბავშვს ესმის, რომ  ნაბეჭდ მასალას სხვადასხვა დანიშნულება აქვს და განსხვავებული მიზნებით გამოიყენება

მიმართულებები:კითხვა
სფერო:მეტყველების განვითარება
ქვესფერო:წიგნიერება

ინდიკატორები

1-2  წელი

 

  • მიუთითებს წიგნში ნაცნობ საგნებსა და პერსონაჟებზე.

 

 

 

2-3 წელი

 

  • ბავშვი სიამოვნებით ათვალიერებს სხვადასხვა თემაზე შექმნილ წიგნებს  (მაგ.: წიგნებს ცხოველებზე, ფრინველებზე, ტრანსპორტზე, საყოფაცხოვრებო ნივთებზე, პროფესიებზე).
  • ცნობს ისეთ ნიშნებს, სიმბოლოებს, რომლებიც მას გარემოში ხვდება (მაგ.: სიტყვებს - ღიაა, დაკეტილია).
  • განასხვავებს სხვადასხვა ბეჭდვით გამოცემას.  (მაგ.: გაზეთს, წიგნს).
  • იხსენებს სხვადასხვა პერსონაჟსა და მოქმედებას  ნაცნობი წიგნებიდან.

 

რესურსები