შედეგი II

5-დან 6 წლამდე

გაიაზრებს ქცევას და მის  შედეგს

მიმართულებები:ადაპტაციური სოციალური ქცევა
სფერო:სოციალურ-ემოციური განვითარება
ქვესფერო:სოციალური განვითარება

ინდიკატორები

  • შეუძლია საქციელის შეფასება, რა არის სწორი და რა - არასწორი. (მაგ., ვინმეს ცემა არასწორია! ჯერ უნდა დარწმუნდე, რომ ყველას ერგო ნამცხვარი და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება მეორე ნაჭერი ნამცხვრის აღება!).
  • შეუძლია ახსნას სხვისი ქცევა (მაგ.: კურდღელი დაიმალა იმიტომ, რომ მგლის შეეშინდა).
  • განმარტავს თავის რეაქციას სხვის საქციელზე (მაგ.: "ანა ცუდად მოიქცა, ამიტომ არ ჩავეხუტე");
  • ხვდება, რა საპასუხო რეაქციას გამოიწვევს მისი  ან სხვისი ქცევა.
  • უნებართვოდ არ იღებს სხვის ნივთებს.

რესურსები