შედეგი II

5-დან 6 წლამდე

ბავშვი იყენებს სიტყვებს, ჟესტიკულაციას თავისი აზრებისა და გრძნობების გამოსახატავად და საუბრობს გამართულად (ექსპრესიული, პროდუქტიული მეტყველება)

მიმართულებები:მოსმენა და ზეპირი მეტყველება
სფერო:მეტყველების განვითარება
ქვესფერო:მეტყველება

ინდიკატორები

  • ცდილობს გამოიყენოს ახლად ნასწავლი სიტყვები კონტექსტის შესაბამისად.
  • სვამს კითხვებს ისეთ აბსტრაქტულ სიტყვებთან დაკავშირებით, როგორებიცაა მეგობრობა, ბავშვობა, სიყვარული.
  • შეუძლია მოკლე ამბის თანმიმდევრულად, ქრონოლოგიურად მოყოლა.
  • შეუძლია განზოგადება, მაგალითად, კითხვაზე - "რა არის კოვზი, დანა, თეფში, ჭიქა?" - ყველა ეთად პასუხობს - "ჭურჭელი" ან "ის, რაც ჭამის დროს გვჭირდება".
  • იყენებს რთულ წინადადებებს, ხმარობს მაქვემდებარებელ კავშირებს: რომ, თუ, რომელიც, რადგან.
  • იყენებს როგორც დროისა და ადგილის ზმნიზედებს, ასევე ზმნისწინებს სივრცითი და დროითი მიმართებების გამოსახატავად.

რესურსები