შედეგი II

5-დან 6 წლამდე

ბავშვი ობიექტებზე ინფორმაციას დაკვირვების, ცდისა და შეცდომის მეთოდით იღებს

მიმართულებები:კრიტიკული აზროვნება და კვლევა
სფერო:სწავლისადმი მიდგომა
ქვესფერო:სასწავლო უნარები

ინდიკატორები

  • აჯგუფებს საგნებს ერთზე მეტი წინასწარ აღებული თვალსაჩინო მახასიათებლის მიხედვით (მაგ., მოცემულია სხვადასხვა ფერის ფანქრები და ფლომასტერები, ბავშვი,  მოთხოვნის მიხედვით, აჯგუფებს წითელი ფერის ფანქრებს ერთ მხარეს და ასევე  წითელი ფერის ფლომასტერებს - მეორე მხარეს).
  • აჯგუფებს ფრინველებს, ცხოველებსა და ა.შ. ერთი მთავარი ნიშნის, სახეობის  მიხედვით.
  • აღწერს სხვადასხვასვა დღეს მომხდარ მოვლენებს "შედარებითი"  სიტყვების გამოყენებით (მაგ., დღეს ,,უფრო მეტი ვიარეთ, ვიდრე გუშინ").
  • ადარებს თავის გამოცდილებას თანატოლისას და ითვალისწინებს გადაწყვეტილების მიღებისას.
  • შეუძლია ახსნას არჩევანის საფუძველი.

რესურსები