შედეგი II

5-დან 6 წლამდე

ბავშვი ამჟღავნებს, რომ  გათვითცნობიერებულია სამოქალაქო საკითხებში

მიმართულებები:ოჯახი, საზოგადოება და კულტურა
სფერო:შემეცნებითი განვითარება და ზოგადი ცოდნა
ქვესფერო:ესთეტიკა და კულტურა

ინდიკატორები

  • მონაწილეობას იღებს წესების შემუშავებაში და შეუძლია ახსნას წესების დაცვის აუცილებლობა (მაგ. ჯგუფში ქცევის წესები).
  • ცნობს სახელმწიფო გერბს.
  • ჯგუფური არჩევანის გაკეთებისას შეუძლია ხმის მიცემით დააფიქსიროს თავისი პოზიცია (მაგ.: კენჭი ვუყაროთ, რომელი თამაში ვითამაშოთ).
  • უფროსების სურვილითა და დახმარებით მონაწილეობს საქველმოქმედო ღონისძიებებში.
  • მსჯელობს საკუთარ ძირითად უფლებებსა და მოვალეობებზე.
  • საუბრობს, მსჯელობს იმაზე, თუ ვინ უნდა გამოვიდეს, როდესაც გაიზრდება და რატომ გააკეთა ეს არჩევანი.

რესურსები