შედეგი II

3-დან 5 წლამდე

ბავშვი ავლენს მოლაპარაკების გზით კონფლიქტის გადაჭრის უნარს.

მიმართულებები:ურთიერთობა თანატოლებთან
სფერო:სოციალურ-ემოციური განვითარება
ქვესფერო:სოციალური განვითარება

ინდიკატორები

  • პოზიტიურად ეპყრობა სხვა ბავშვებს.
  • უფროსის დახმარებით უნაწილებს  მასალებს, სათხოვებლად იმეტებს და უცვლის სხვადასხვა ნივთსა თუ სათამაშოს თანატოლებს, თამაშის  დროს იცავს რიგითობას.
  • იყენებს მარტივ და განსხვავებულ სტრატეგიებს პრობლემის გადასაჭრელად (მაგ.: ითხოვს უფროსის დახმარებას, როდესაც მას არ რთავენ ნებას  ითამაშოს ან ხელს უშლიან თამაშში).
  • უფროსის დახმარებით აწარმოებს, მართავს მოლაპარაკებას სხვა ბავშვებთან პრობლემის გადასაჭრელად.
  • შეუძლია საკუთარი პოზიციის ახსნა.

რესურსები