შედეგი II

3-დან 5 წლამდე

ბავშვი ამჟღავნებს, რომ  იცნობს საკუთარ თვისებებს, შესაძლებლობებსა და სურვილებს (იცის როგორია, რა სურს და რა შეუძლია)

მიმართულებები:თვითიდენტობა (მე-კონცეფცია და თვითშეფასება)
სფერო:სოციალურ-ემოციური განვითარება
ქვესფერო:ემოციური განვითარება

ინდიკატორები

  • გამოთქვამს თავის სურვილს და ასახელებს არჩევანს.
  • ატარებს ექსპერიმენტს, ანუ ცდის და ამოწმებს საკუთარ თავს, შესწევს თუ არა უნარი ახალი მოქმედებების განსახორციელებლად, ასევე  იქცევა შეზღუდვების მიმართ,  აინტერესებს და ცდილობს გაარკვიოს, სად გადის მისი  შესაძლებლობების ზღვარი.
  • არჩევს დამოკიდებულებას "მომწონს – არ მომწონს" და შეუძლია ახსნას - რატომ, ანუ ახსნას მიზეზი.
  • აღწერს საკუთარ ძირითად ფიზიკურ მახასიათებლებს (გარეგნობას).
  • აფასებს საკუთარ მდგომარეობას და შეუძლია სიტყვიერად გამოთქვას (მაგ., მშია, მეძინება).

რესურსები