შედეგი II

3-დან 5 წლამდე

ბავშვი იყენებს სიტყვებს, ჟესტიკულაციას ,თავისი აზრებისა და გრძნობების გამოსახატავად და საუბრობს გამართულად (პროდუქტიული, ექსპრესიული მეტყველება)

მიმართულებები:მოსმენა და ზეპირი მეტყველება
სფერო:მეტყველების განვითარება
ქვესფერო:მეტყველება

ინდიკატორები

  • ყოველდღიურად მდიდრდება მისი  სიტყვათა მარაგი.
  • იყენებს ისეთ სიტყვებს, რომლებიც გამოხატავს ემოციებს (მაგ.: შიშს, სიხარულს). შეუძლია შესაბამისი მიმიკის გამოყენება.
  • იყენებს განსაზღვრების და გარემოების აღმნიშვნელ სიტყვებს (მაგ.: "ჩქარა გაიქცა" ან "კარგი მოთამაშე").
  • მეტყველებს მარტივი და მარტივი გავრცობილი წინადადებებით.
  • დამოუკიდებელად სვამს შეკითხვებს ინფორმაციის მისაღებად/დასაზუსტებლად.
  • სწორად იყენებს ქვემდებარის ბრუნვას, ათანხმებს არსებითსა და ზედსართავ სახელებს ბრუნვასა და რიცხვში.
  • მოყოლის დროს შეუძლია რამდენიმე წინადადება დააკავშიროს ერთმანეთთან.

რესურსები