შედეგი II

3-დან 5 წლამდე

ბავშვი ავლენს ცოდნას ბუნებისა და ადამიანების ურთიერთდამოკიდებულების შესახებ

მიმართულებები:ბუნება
სფერო:შემეცნებითი განვითარება და ზოგადი ცოდნა
ქვესფერო:ბუნება და ტექნოლოგიები

ინდიკატორები

  • ცნობს და ყურადღებას აქცევს იმ საგნებსა და მოვლენებს, რომლებიც გარემოს აბინძურებს ან აზიანებს (მაგ.: კვამლს, ნაგვად დაყრილ მინის  ტარას, პლასტიკატს). ემორჩილება უფროსის იმ მითითებებს, რომელიც გარემოს უფრთხილდება.
  • განასხვავებს ადამიანის ქმედებებიდან რომელი არის გარემოსათვის უსაფრთხო და რომელი საფრთხის შემცველი (მაგ., ნაგვის დაყრა აზიანებს მცენარეებს; მოვლა ხელს უწყობს ზრდას).
  • მონაწილეობს რაიმე მოწყობილობის ან მასალის წვიმისაგან ან  ბუნების სხვა მოვლენისაგან დაცვაში.
  • ცნობს თავის ჩვეულ გარემოს (მაგ.: საკუთარ სახლსა და სხვა ნაცნობ ადგილებს ცნობს მათთვის დამახასიათებელი ნიშნებით).
  • ამჟღავნებს, რომ იცის, რა კავშირია სხვადასხვა საგნებს შორის (მაგ.: ძროხა გვაძლევს რძეს).

რესურსები