შედეგი II

1-დან 3 წლამდე

გაიაზრებს ქცევას და მის შედეგს

მიმართულებები:ადაპტაციური სოციალური ქცევა
სფერო:სოციალურ-ემოციური განვითარება
ქვესფერო:სოციალური განვითარება

ინდიკატორები

1-2 წელი

 

  • იცის, რომ შეუძლია ითამაშოს ნებადართული ნივთებით, მაგრამ თუ აკრძალულ ნივთს აიღებს, უფროსი აუცილებლად მიაქცევს ყურადღებას.
  • იწყებს იმის გააზრებას, რომ ზოგიერთი ნივთი მას ეკუთვნის, ზოგიერთი - სხვას. სათამაშოზე შეუძლია თქვას "ჩემია", შეუძლია შეასრულოს მითითება: "მოიტანე ბებოს სათვალე!".

 

 

 

2-3 წელი

 

  • ითვალისწინებს სპეციფიკური ქცევის შედეგებს, მაგრამ შეიძლება არ ესმის, რატომ იწვევს ეს ქცევა ამ შედეგს.
  • იცის, რომ ცუდ ქცევას მოჰყვება ნეგატიური პასუხი, უარყოფითი რეაქცია უფროსისაგან.
  • სხვის სათამაშოს უბრუნებს პატრონს.

 

რესურსები