შედეგი II
1-დან 3 წლამდე
ბავშვი ავლენს მოლაპარაკების გზით კონფლიქტის გადაჭრის უნარს.
მიმართულებები:ურთიერთობა უფროსებთან
სფერო:სოციალურ-ემოციური განვითარება
ქვესფერო:სოციალური განვითარება
ინდიკატორები
1-2 წელი
- გამოკვეთს, რას ანიჭებს უპირატესობას და რა აქვს განზრახული შეკითხვებზე "კი-არა" პასუხების მეშვეობით.
2-3 წელი
- განაცხადებს უფლებას საკუთრებაზე - ამბობს: "ჩემია!".
- სათამაშოების გამო წარმოქმნილი დავის დროს, ემორჩილება უფროსების ჩარევას, რაც დავის, უთანხმოების მოლაპარაკების გზით მოგვარებას გულისხმობს.
- უფროსის დახმარებით ურთიერთობს სხვა ბავშვებთან კონფლიქტის მოსაგვარებლად.