შედეგი II

1-დან 3 წლამდე

საჭიროების შემთხვევაში ბავშვი ითხოვს, მიმართავს  უფროსის დახმარებას

მიმართულებები:ურთიერთობა უფროსებთან
სფერო:სოციალურ-ემოციური განვითარება
ქვესფერო:სოციალური განვითარება

ინდიკატორები

1-2 წელი

  • ცდილობს მიიღოს უფროსის დახმარება მოთხოვნის საპასუხოდ (მაშინ, როდესაც თავად ითხოვს).
  • პოზიტიურად, კეთილგანწყობით პასუხობს და იღებს უფროსის დახმარებას.

 

 

 

2-3 წელი

 

  • პერიოდულად ამოწმებს მეურვის მზადყოფნას დახმარებისათვის, როდესაც დამოუკიდებლად ან თანატოლებთან ერთად თამაშობს, რათა თავდაჯერებულად იგრძნოს თავი.
  • იწყებს მოქმედებას მომვლელის რჩევით (მაგ., ემორჩილება უფროსის შეთავაზებას - ჩაალაგოს სათამაშოები ყუთში).
  • ემორჩილება უსაფრთხოების წესებს და უფროსის დახმარებით ასრულებს მათ.
  • იცის, როდის უნდა ითხოვოს უფროსის დახმარება. 

 

რესურსები