შედეგი II

1-დან 3 წლამდე

ბავშვი ამჟღავნებს, რომ  იცნობს საკუთარ თვისებებს, შესაძლებლობებსა და სურვილებს (იცის როგორია, რა სურს და რა შეუძლია)

მიმართულებები:თვითიდენტობა (მე-კონცეფცია და თვითშეფასება)
სფერო:სოციალურ-ემოციური განვითარება
ქვესფერო:ემოციური განვითარება

ინდიკატორები

1-2 წელი

 

  • შეკითხვებზე მარტივი პასუხის გაცემით გვატყობინებს საკუთარ არჩევანს. გვეუბნება "კის" ან "არას" (მაგ., გააკეთებ ამას? შეიძლება ეს ავიღო? გინდა ეს შევინახოთ?).
  • იმეორებს მოქმედებას,  რათა მიიღოს პასუხი უფროსისაგან.

 

 

 

2-3 წელი

 

  • აკეთებს არჩევანს, რა ტანსაცმელი ჩაიცვას, რა ითამაშოს.
  • აქვს გამორჩეულად საყვარელი წიგნი, სათამაშო, მოქმედება და საკვები.
  • ჰყავს გამორჩეული თანატოლები, რომლებთანაც უყვარს თამაში.

 

რესურსები