შედეგი II

1-დან 3 წლამდე

ბავშვი წერით უნარებს სხვადასხვა მიზნებისათვის იყენებს

მიმართულებები:წერა
სფერო:მეტყველების განვითარება
ქვესფერო:წიგნიერება

ინდიკატორები

1-2 წელი

 

  • აკეთებს უნებლიე მონახაზებს, ნიშნულებს და აჩვენებს სხვებს.
  • თითებით აკეთებს აღნიშვნებს ფურცელზე, სილაში, ცომში.
  • აინტერესებს გამოიყენოს სხვადასხვა საწერი მასალა (მაგ.: ფანქარი, ფლომასტერი, ფუნჯი, საღებავი).

 

 

 

2-3 წელი

 

  • ავლებს ჰორიზონტალურ და ვერტიკალურ ხაზებს.
  • ხატავს და აჩვენებს თავის ნამუშევარს სხვებს.
  • თამაშობს  პლასტეილინით, ძერწავს.

 

რესურსები