შედეგი II

1-დან 3 წლამდე

ბავშვი გამოხატავს ინტერესს ნაბეჭდი მასალის მიმართ და ესმის მისი სიმბოლური მნიშვნელობა.

მიმართულებები:კითხვა
სფერო:მეტყველების განვითარება
ქვესფერო:წიგნიერება

ინდიკატორები

1-2 წელი

 

  • ბავშვი სიამოვნებით ისმენს, როცა უკითხავენ მოკლე ზღაპრებსა და მოთხრობებს სურათებისა თუ სხვა ილუსტრაციების ჩვენებით, ან სამაგიდო თეატრის პერსონაჟებისა თუ სათამაშოების თანხლებით.
  • ბავშვი ამჟღავნებს ინტერესს წიგნის მიმართ (მაგ.: წიგნს თან დააატარებს, ფურცლავს, გვერდებს ათვალიერებს და ა.შ.).
  • ცდილობს სწორად დაიჭიროს წიგნი.
  • ჰბაძავს უფროსს წიგნის წაკითხვაში.
  • წიგნი  წასაკითხად მიაქვს უფროსებთან (ანუ ინიციატივას თვითონ იჩენს).

 

 

 

2-3 წელი

 

  • როდესაც წიგნს უკითხავენ, სიამოვნებას გამოხატავს და ნაცნობ სიტყვებს ხმამაღლა იმეორებს.
  • შეუძლია გადაფურცლოს თითო-თითო გვერდი.
  • იცის, რომ წიგნი  მარცხნიდან მარჯვნივ იკითხება, თითს აყოლებს, როცა  ვითომ კითხულობს.
  • აქვს გამორჩეული, საყვარელი წიგნები.
  • სვამს შეკითხვებს პერსონაჟების შესახებ.

 

რესურსები