შედეგი II

1-დან 3 წლამდე

ბავშვი იყენებს სიტყვებს, ჟესტიკულაციას თავისი აზრებისა და გრძნობების გამოსახატავად და საუბრობს გამართულად (ექსპრესიული, პროდუქტიული მეტყველება)

მიმართულებები:მოსმენა და ზეპირი მეტყველება
სფერო:მეტყველების განვითარება
ქვესფერო:მეტყველება

ინდიკატორები

1-2 წელი

 

  • ურთიერთობას ამყარებს სიტყვების გარეშე - სხეულის მოძრაობით, სახის გამომეტყველებით (მიმიკით).
  • შეუძლია წარმოთქვას 5-20 მარტივი სიტყვა.
  • იყენებს მარტივ სიტყვებსა და ჟესტებს ერთდროულად.
  • იყენებს უარყოფით შესიტყვებებს (მაგ.: "არ მინდა!").
  • შეუძლია დააკავშიროს ორი სიტყვა ერთმანეთთან.

 

 

 

2-3 წელი

 

  • აწარმოებს, იგონებს ახალ სიტყვებს, იმ მნიშვნელობების გამოსახატავად, რომელთა აღმნიშვნელებიც არ იცის (მაგ.: "კოვზით ურევს" ნაცვლად ამბობს - "ანკოვზიალებს", ადექის ნაცვლად - "აჯექი").
  • თავისუფლად იყენებს სხვადასხვა საშუალებას - როგორც სიტყვებს, ასევე  ჟესტებს - თავისი განცდების, არჩევანის, სურვილის გამოსახატავად.
  • იყენებს მეტყველებას იმისათვის, რომ მიიღოს პასუხი კითხვებზე: რატომ? სად? როდის?
  • იყენებს საგნის, მოქმედების, მდგომარეობის აღმნიშვნელ სიტყვებს.
  • იყენებს საგნის ზომის, ფერის, კუთვნილების, დანიშნულების აღმნიშვნელ სიტყვებს (დიდი, წითელი, ჩემი, სატვირთო მანქანა).
  • ცდილობს წინადადებაში სიტყვები შესაბამისი ფორმით იხმაროს, იყენებს ბრუნვის, პირისა და რიცხვის ნიშნებს.

 

რესურსები